ფეხბურთი

14:41 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო ტოტის ულოცავს

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ალესანდრო დელ პიერო თანამემამულე ფრანჩესკო ტოტის “რომას” შემადგენლობაში 300 გოლის გატანას ულოცავს.

“ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთამაშობდით სხვადასხვა გუნდებში და ვიყავით მათი კაპიტნები. ერთმანეთის წინააღმდეგ ბევრჯერ გვითამაშია. მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო ფრანჩესკოს მიღწევის მიმართ”, - უთხრა დელ პიერომ canale roma-ს.

ფრანჩესკო ტოტის აქამდე “რომას” რიგებში 745 მატჩში უთამაშია, 300 გოლი გაიტანა და ერთხელ სკუდეტო მოიგო, ორჯერ კი იტალიის თასი. რაც შეეხება დელ პიეროს, მას “იუვეს” შემადგენლობაში 705 შეხვედრაში 290 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 8-ჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

2006 წელს, ტოტი და დელ პიერო იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

0.110571