ფეხბურთი

13:48 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტევესმა ბოდიში მოიხადა

ტურინის “იუვენტუსის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ბოდიში მოიხადა.

“ბოკა ხუნიორსის” შემტევმა არგენტინის ჩემპიონატის ბოლო ტურში “არგენტინოს ხუნიორსის” ფეხბურთელ ეზეკიელ ჰამს ტრავმა მიაყენა, რის გამოც ტევესმა მწუხარება გამოთქვა.

"ძალიან გაბრაზებული ვარ. ბურთზე თამაში მინდოდა და მეტოქის დაზიანებაზე არც მიფიქრია. დამწუხრებული ვარ, რადგან აქამდე ტრავმა არავისთვის მიმიყენებია, ეს ჩემს კარიერაში პირველად მოხდა. ეზეკიელს ბოდიშს ვუხდი", - თქვა ტევესმა.

თავის მხრივ “არგენტინოს ხუნიორსის” მთავარმა მწვრთნელმა ნესტორ გოროსიტომ თქვა, რომ აღნიშნული ეპიზოდი მისგან სამ მეტრში მოხდა და ტევესს ტრავმის მიყენება უნებლიედ მოუვიდა.

ხსენებული შეხვედრა კი “ბოკამ” 3:1 მოიგო და “აპაჩემ” ორი გოლის გატანა შეძლო.

0.117588