ფეხბურთი

13:07 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფერგიუსონი: “იუნაიტედიდან” პოგბას წასვლა რაიოლას ბრალია”

ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის დროზე “მანჩესტერ იუნაიტედიდან” პოლ პოგბას გაშვების თაობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მომხდარში დამნაშავე ფრანგი ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა გახლდათ.

“არსებობენ საფეხბურთო აგენტები, რომლებიც ნამდვილად არ მომდიან თვალში. ერთ-ერთ მათგანი მინო რაიოლაა, პოლ პოგბას აგენტი.

პოლთან ყველაფერზე შეთანხმებულნი ვიყავით, სამწლიანი კონტრაქტი უნდა გაეფორმებინა, გახანგრძლივების პერსპექტივით, თუმცა შემდეგ სცენაზე რაიოლა გამოჩნდა და ყველაფერი შეიცვალა. მან პოგბა და მისი ოჯახი დაარწმუნა, რომ “იუვენტუსში” უნდა გადასულიყო”, - ამბობს ფერგიუსონი.

შეგახსენებთ, პოგბა ტურინულ გრანდს 2012 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ახლა კი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევა.

0.117582