ფეხბურთი

1:56 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია მოსკოვში ფრეს გამორჩა, ქეცბაია ლიდერია

რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში ყაზანის “რუბინმა” მოსკოვში “დინამოსთან” ითამაშა და ფრეს (0:0) გამორჩა. სტუმართა შორის ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა სოლომონ კვირკველიამ. ყაზანელთათვის ეს მიმდინარე სეზონში პირველი ფრე გახლდათ. ისე კი, “რუბინი” 9 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-12 ადგილზეა.

“რუბინისგან” განსხვავებით საკუთარ ჩემპიონატს ლიდერობს თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი “აპოელი”. ნიქოზიელებმა ამჯერად სტუმრად “დოქსა” მინიმალური სხვაობით დაამარცხეს. ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე პენალტით არგენტინელმა ფერნანდო კავენაგიმ გაიტანა. “აპოელს” 4 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და ლიდერია.

0.133278