ჩოგბურთი

19:38 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია 111 წლის შემდეგ “დევისის თასის” ფინალშია

ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა “დევისის თასის” ნახევარფინალში არგენტინა 3:2 დაამარცხა და 1904 წლის შემდეგ აღნიშნული ტურნირის ფინალში პირველად გავიდა.

“დევისის თასის” ფინალში ბელგია დიდ ბრიტანეთს დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში ავსტრალიას 3:2 მოუგო.

“დევისის თასის” ფინალი 27-29 ნოემბერს ბელგიის დედაქალქ ბრიუსელში გაიმართება.

0.119455