ფეხბურთი

18:24 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გლადბახმა” ფავრის შემცვლელს მიაგნო

გერმანიის ბუნდესლიგის ბინადარ “გლადბახს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ბორუსიელებს ამიერიდან ანდრე შუბერტი გაწვრთნის, რომელმაც შვეიცარიელი ლუსიენ ფავრი შეცვალა. ამის შესახებ გერმანული გუნდის ვებგვერდი გვამცნობს.

“ლუსიენ ფავრს ამიერიდან ანდრე შუბერტი შეცვლის. სწორედ ის გაუძღვება ჩვენს გუნდს მომდევნო მატჩებში”, - წერია “გლადბახის” ვებგვერდზე.

ლუსიენ ფავრმა გუნდი “კიოლნთან” (0:1) წაგებული თამაშის შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა. “გლადბახმა” მიმდინარე სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. გასული სეზონის ბუნდესლიგის ბრინჯაოს პრიზიორმა წლეულს შიდა ჩემპიონატში ხუთივე მატჩი წააგო და ჩემპიონთა ლიგაზე “სევილიასთანაც” განადგურდა.

რაც შეეხება 44 წლის შუბერტს, იგი განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნის. 2011-2012 წლებში “სანქტ-პაულს” ედგა სათავეში, ხოლო 2014 წლიდან გერმანიის 15-წლამდე ნაკრებს წვრთნიდა.

თეგები“გლადბახი”
0.116749