ლონდონის “ჩელსის” ნატურალიზებული ესპანელი თავდამსხმელი დიეგო კოშტა შესაძლოა, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია კოშტას თაობაზე უახლოეს ხანებში იმსჯელებს, რის შემდგომაც გახდება ცნობილი დაისჯება თუ არა იგი.
კოშტას დისკვალიფიკაცია “არსენალის” მცველ გაბრიელ სილვასთან ჩხუბისა და პროვოკაციული ქმედებების გამო ემუქრება.
ლონდონური დერბი “ჩელსიმ” 2:0 მოიგო, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს კოშტა ჯერ ლორან კოშელნიზე იწევდა, შემდეგ კი გაბრიელზე. საბოლოოდ, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მაიკ დინმა გაბრიელი გააძევა, ხოლო ესპანელი მოედანზე დატოვა.