ფეხბურთი

15:50 | 21.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ველოდრომზე” ვალბუენა “ჩამოახრჩვეს”

“ნამდვილი მარსელელი მხოლოდ მარსელის “ოლიმპიკში” უნდა თამაშობდეს. ვალბუენა მოღალატეა”, - ასეთი სახის ბანერი გადმოფინეს ზღვისპირელების ქომაგებმა “მარსელისა” და “ლიონის” მატჩისას.

თუმცა ეს ყველაფერი არ იყო: მატჩის 25-ე წუთზე მას შემდეგ რაც სტუმრები დაწინაურდნენ, სტადიონზე “მარსელის” ქომაგებმა მატიე ვალბუენას მაკეტი გაუშვეს, რომელიც სიმბოლურად ჩამოახრჩვეს. ამის შემდეგ თამაში დროებით შეწყდა. საბოლოოდ ის განახლდა და ფრედ, 1:1 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში ფრანგმა შემტევმა 90 წუთი ითამაშა. 30 წლის ვალბუენა “მარსელში” 2006 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდი 2014 წელს დატოვა, როდესაც მოსკოვის “დინამოში” გადაბარგდა. გასულ ზაფხულს კი სამშობლოში დაბრუნდა, ოღონდ “ლიონში”...

0.115395