ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის შემდეგ, ანდალუსიური “სევილია” სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილამდე დაეშვა.
უნაი ემერის შეგირდებმა დღის გახსნით მატჩში ვიგოს “სელტა” მიიღეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. პირველი ნახევარი სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც აისახა – გალისიელებმა საწყისი 45 წუთი ნოლიტოსა და ვასის გოლებით მოიგეს.
მეორე ნახევარში უნაი ემერიმ თავდამსხმა გააძლიერა და მოედანზე ევერ ბანეგას ნაცვლად, ფერნანდო ლორენტე შემოუშვა, რომელმაც 54-ე წუთზე სხვაობა შეამცირა. “დალაქებს” გოლი გატანა კიდევ შეეძლოთ, თუმცა ამის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და ბოლო პოზიციამდე დაქვეთდნენ. კლუბს ოთხ მატჩში მხოლოდ ორი ქულა აქვს აღებული.
სანახაობრივი და დაძაბული შეხვედრა შედგა “რიასორზე”, სადაც ადგილობრივმა “დეპორტივომ” “ხიხონი” მიიღო და მინიმალური მარცხი განიცადა. სტუმრები მე-8 წუთისთვის სანაბრიას დუბლით იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა 28-ე წუთისთვის ხუანფრანისა და ლუის ალბერტოს გოლებით გათანაბრება მოახერხეს. გადამწყვეტი გოლი 34-ე წუთზე მენენდეშმა გაიტანა. ამის შემდეგ, გალისიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს – 2:3.
ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე ნათამაშები კლუბების ჯახი შედგა “ელ მადრიგალზე”, სადაც მასპინძელმა “ვილიარეალმა” ბასკური “ბილბაოს” დამარცხება შეძლო. მასპინძლებმა ტაიმი ბრუნო სორიანოს ზუსტი პენალტით მოიგეს.
მეორე ნახევარში კი, მასპინძლებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს: ჯერ მარიო გასპარმა გამოიჩინა თავი, ხოლო შემდეგ ლეო ბაპტიშტაომ. სტუმრებმა პრესტიჟის გოლის გატანა 92-ე წუთზე შეძლეს – გოლი შეცვლაზე შემოსულმა არიც ადურისმა გაიტანა – 3:1.
მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა “რაიო ვალეკანომ”, რომელმაც გერას გოლით გასვლაზე “ლას პალმასი” დაამარცხა.
გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა კატალონიურმა “ბარსელონამ” შინ “ლევანტე” მიიღო და გადახალისებული შემადგენლობით გაუსწორდა. ლუის ენრიკემ ხორდი ალბას, ანდრეს ინიესტასა და ლუის სუარესს დასვენების საშუალება მისცა.
კატალონიელები პირველ ნახევარში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა სტუმრებმა მათ იერიშს გაუძლეს და ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
სამაგიეროდ, “ბლაუგრანა” მეორე ტაიმის დებიუტშივე დაწინაურდა. ლიონელ მესის ჩინებული გადაცემა მარკ ბარტრამ შეირგო დ ახლო მანძილიდან გაიტანა. 56-ე წუთზე ნეიმარმა რუბენის შეცდომით ისარგებლა და სხვაობა გაზარდა, ხოლო 61-ე წუთზე მესიმ ნეიმარის წაქცევის გამო დანიშნული პენალტი გაიტანა და შედეგს კიდევ უფრო სოლიდური სახე მისცა. 66-ე წუთზე სტუმრებმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მორიგი შეცდომით ისარგებლეს და კასადედუსმა ახლო მანძილიდან ერთი ბურთი გაქვითა. მესის დუბლის შესრულება მალევე შეეძლო, თუმცა 75-ე წუთზე პენალტი ააცილა. საბოლოოდ, არგენტინელმა მეორე გოლის გატანა მაინც მოახერხა – 90-ე წუთზე რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და რუბენს აუღებელი დაურტყა – 4:1.
კატალონიელებს ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ და პირველ ადგილზე იმყოფებიან.
სევილია – სელტა 1:2 (0:2)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ანდრეოლი, კოლოძიეჩაკი, კოკე, მარიანო, ნ’ზონზი, კრიხოვიაკი, ბანეგა (ლორენტე 46), ვიტოლო (კრონ-დელი 30), რეიესი (კონოპლიანკა 73), გამეირო.
მწვრთნელი: უნაი ემერი
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, კაბრალი (ფონტასი 58), ს.გომესი, ხონი, მალიო, ვასი, ა.ფერნანდესი, პ.ერნანდესი (რადოია 63), ნოლიტო, ორელიანა, ასპასი (გუიდეტი 79).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
გოლები: 0:1 ნოლიტო (15), 0:2 ვასი (26), 1:2 ლორენტე (54)
გაფრთხილებები: ბანეგა, კრიხოვიაკი, რეიესი – ს.გომესი, ხონი, ასპასი, მალიო, ორელიანა, ა.ფერნანდესი
გაძევება: ხონი (91)
მსაჯი: ხაიმე ლატრე
დეპორტივო – ხიხონი 2:3 (2:3)
ლა კორუნია, “რიასორი”
დეპორტივო (4-2-3-1): ლუქსი, ფ.ნავარო (ხ.როდრიგესი 62), სიდნეი, არიბასი, ლაურე, ბორგესი, მოსკერა, ფაჟრი (კარტაბია 82), ხუანფრანი (ლუისინიო 62), ლ.ალბერტო, ლ.პერესი.
მწვრთნელი: ვიქტორ სანჩესი
ხიხონი (4-4-2): გ.ალბერტო, ლ.ერნანდესი, ესპინოსა, კანელია, ლორა, მენენდეში, ს.ალვარესი, კასესი (მასკარელი 83), ჰალილოვიჩი (კარმონა 67), სანაბრია, გერერო (პ.პერესი 78).
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი
გოლები: 0:1;0:2 სანაბრია (4;8), 1:2 ხუანფრანი (16), 2:2 ლ.ალბერტო (28), 2:3 მენენდეში (34)
გაფრთხილებები: ფაჟრი, სიდნეი, ლუისინიო – კასესი, კარმონა, სანაბრია
მსაჯი: პრიეტო იგლესიასი
ვილიარეალი – ბილბაო 3:1 (1:0)
ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”
ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, ბაილი, გასპარი, ხ.კოსტა, სორიანო, ლეივა (დ.სუარესი 74), პინა, კასტილიეხო, სოლდადო (ადრიანი 46), ბაკამბუ (ბაპტიშტაო 15).
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ლაპორტე, გურპეგი, ბალენსიაგა, დე მარკოსი, სან ხოსე, მ.რიკო (ბენიატი 68), საბინი, ერასო (რ.გარსია 62), აკეჩე, სოლა (ადურისი 62).
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
გოლები: 1:0 სორიანო (43 პენ.), 2:0 გასპარი (67), 3:0 ბაპტიშტაო (80), 3:1 ადურისი (92).
გაფრთხილებები: სორიანო, ბაპტიშტაო, ლეივა, ბაილი – ლაპორტე, გურპეგი, ადურისი, დე მარკოსი
მსაჯი: კლოს გომესი
ლას პალმასი – რაიო ვალეკანო 0:1 (0:1)
ლას პალმასი, “ესტადიო გრან კანარია”
ლას პალმასი (5-3-2): რაული, აიტამი, ალკარაზი, ბიგასი, სიმონი, კასტელიანო, მესა (ვ.ხოსე 71), ერნანი (ვაკასო 62), კულიო (ელ ჟარი 62), ვიერა, არაუხო.
მწვრთნელი: პაკო ერერა
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ამაია, დ.ლორენტე, ნ.მარტინესი, რაცი, ტრაშორასი, ბაენა, ემბარბა (ხოზაბედი 55), პ.ერნანდესი, ბებე (ქუინი 88), გერა (მანუჩო 76).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლი: გერა 42.
გაფრთხილებები: ერნანი, ვაკასო, არაუხო – ბაენა, ემბარბა, ამაია, ნ.მარტინესი, რაცი
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბარსელონა – ლევანტე 4:1 (0:0)
ბარსელონა, “ნოუ კამპი”
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბარტრა, მასკერანო, ალვეში, ადრიანო, ბუსკეტსი (გუმბაუ 62), რაკიტიჩი, ელ ჰადადი, სანდრო, ნეიმარი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
ლევანტე (5-3-2): რუბენი, ტრახილიო, ფედალი, ხუანფრანი, ტონიო, ი.ლოპესი, კამარასა (რ.გარსია 80), ვერზა, ლერმა, როჟერი (დეივერსონი 68), გილასი (კასადედუსი 63).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი
გოლები: 1:0 ბარტრა (50), 2:0 ნეიმარი (56), 3:0 მესი (61 პენ), 3:1 კასადედუსი (66), 4:1 მესი (90)
გაფრთხილებები: ვერზა
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
მესიმ 75-ე წუთზე პენალტი ვერ გაიტანა (ააცილა)