საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ 2015 წლის მსოფლიო თასზე არგენტინამ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიას დიდი ბრძოლა გაუმართა და დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ როგორც დიდ გუნდებს ჩვევიათ, “ოლ ბლექსმა” ჩრდილოამერიკელები ბოლოში გატეხა და მსოფლიო თასი დამაჯერებლად დაიწყო.
“პუმები” უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში და მიუხედავად იმისა, რომ დენ ქართერისგან სამი ჯარიმა მიიღეს, მე-20 წუთზე გატანილი ლელოთი, ნიკოლას სანჩესის ზუსტი გარდასახვით და ჯარიმით წინ გაიჭრნენ. ტაიმის ბოლოს ზელანდიელებს ჯერ გუნდის კაპიტანი რიჩი მაკქოუ, ხოლო შემდეგ ქონარდ სმითი გაუსინბინეს და არგენტინელებმაკიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ 13-კაცა “ოლ ბლექსისგან” შესვენებამდე ჯარიმა გაუშვეს.
სანამ მეტოქე შემადგენლობას შეავსებდა, არგენტინამ ჯარიმით უპირატესობა 4 ქულამდე მეორე ტაიმის დებიუტშიც გაზარდა, მერე კი, ახალი ზელანდია ამუშავდა და 10 წუთში გატანილი ორი ლელოთი მეტოქეს საქმე მოუმთავრა. “ოლ ბლექსს” სალელოვე შანსები კიდევ ჰქონდა, მათი რეალიზება ვერ მოახერხა, მაგრამ რეალურად, ჯგუფში ერთადერთი მეტოქე დაამრცხა და ამით რაღა თქმა უნდა კმაყოფილი დარჩა.
2015 წლის მსოფლიო თასი
გ ჯგუფი
ახალი ზელანდია 26:16 არგენტინა
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. კონრად სმითი, 12. მაჰა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ ქართერი, 9. არონ სმითი; 1. თონი ვუდქოქი, 2. დეინ ქოულზი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეთალიქი, 5. სემ ვაითლოქი, 6. ჯერომ კაინო, 7. რიჩი მაკ’ქოუ, 8. ქიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. ქევენ მეალამუ, 17. ვაიეთ ქროქეთი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ვიქთორ ვიტო, 20. სემ ქეინი; 21. თი’ჯეი პერენარა, 22. ბოდენ ბარეთი, 23. სონი-ბილ ვილიამსი.
2 ლელო: ა. სმითი, ქეინი
2 გარდასახვა: ქართერი
4 ჯარიმა: ქართერი
2 სინბინი: მაკ’ქოუ, კ. სმითი
არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ვოში, 12. ხუან მარტინ ერნანდესი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუველი; 1. მარკოს აჟერსა, 2. აგუსტინ კრევი, 3. ნაუელ ტეტას-ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. პავლო მატერა, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს-ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.
სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოჟა, 17. ლუკას ნოგერა-პასი, 18. რამირო ერერა, 19. მარიანო გალარსა, 20.ხუან მანუელ ლეგისამონი; 21. მარტინ ლანდახო, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს–ამოროსინო.
1 ლელო: პეტი
1 გარდასახვა: სანჩესი
3 ჯარიმა: სანჩესი
ახალი ზელანდია 1 1 0 0 26:16 4 0
საქართველო 1 1 0 0 17:10 4 0
ტონგა 1 0 0 1 10:17 1 1
ნამიბია 0 0 0 0 0:0 0 0
არგენტინა 1 0 0 1 16:26 0 0
24 სექტემბერი
ახალი ზელანდია - ნამიბია
25 სექტემბერი
არგენტინა - საქართველო
29 სექტემბერი
ტონგა - ნამიბია