ფეხბურთი

15:08 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დელეგატი წარადგინა

გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობამ სხდომა გამართა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დელეგატი დაასახელა.

სხდომას გამგეობის ხუთი წევრი ესწრებოდა, რომლებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი გურიის ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის დელეგატად იური ჩხაიძის კანდიდატურას.

როგორც გურიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გენო თავბერიძემ განაცხადა, დახურულ შეხვედრაზე გამგეობის წევრებმა იური ჩხაიძის კანდიდატურას მხარი ერთობლივად დაუჭირეს.

მისი თქმით, სხდომაზე მიწვეული იყო 7 წევრი და გურიის ფედერაციის პრეზიდენტი, თუმცა სამი მათგანი სხდომაზე არ გამოცხადებულა.

"სხდომაზე მოწვეული იყო შვიდი წევრი, მათ შორის პრეზიდენტი. ხუთმა მათგანმა მხარი ჩხაიძეს დაუჭირა. სხდომაზე არ გამოცხადდა ირაკლი ფაჩულია, რამაზ ფირცხალაიშვილი და პრეზიდენტი კახაბერ ებრალიძე. დანარჩენმა ხუთმა წევრმა კი, მხარი ერთხმად იური ჩხაიძის კანდიდატურას დაუჭირა",-განაცხადა გენო თავბერიძემ.

ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, გამგეობის სხდომა 2015 წლის 23 სექტემბრამდე უნდა ჩატარებულიყო, ხოლო წარდგენილი კანდიდატურის საარჩევნო ყრილობაზე დელეგატად დამტკიცება, წესდების შესაბამისად, არაუგვიანეს 2015 წლის 28 სექტემბერს უნდა მოხდეს.

Pia.ge

0.116124