თელავში დასრულებული 10-ათასიანი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გახდა.
გორგოძე შეჯიბრზე მე-4 ნომრად იყო განთესილი და ერთადერთი სეტი ფინალში დათმო. ეკატერინემ საწყის რაუნდში თანამემამულე ანა ახალკაცი გაანადგურა – 6:0, 6:0, შემდეგ სოფია გოლუბოვსკაიას (რუსეთი) 6:2, 6:3 სძლია, მეოთხედფინალში მე-6 რეიტინგის მქონე ამინა ანშბას (რუსეთი) აჯობა – 6:2, 7:6 (7:3), ნახევარფინალში მე-2 რეიტინგის მქონე ანასტასია პრიბილოვას მოუგო – 6:2, 6:4, ფინალში კი სომეხი ანი ამირაღიანის წინააღმდეგობა დასძლია – 5:7, 6:2, 6:2.