ჩოგბურთი

12:54 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავას მორიგი ტიტული

ქართველმა და უკრაინელმა ჩოგბურთელებმა სოფო შაფათავამ და ანასტასია ვასილიევამ ზედიზედ მე-2 25-ათასიანი ტურნირი მოიგეს.

გასულ კვირაში სოფომ და ანასტასიამ სოფიაში იმარჯვეს, ამჯერად კი, ტიტული დობრიჩში დაისაკუთრეს.

შაფათავა და ვასილიევა პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და შეჯიბრის განმავლობაში, ერთადერთი სეტი დათმეს.

ქართველმა და უკრაინელმა გოგონებმა “უაილდ-ქარდის” მქონე ბულგარელები – დიანკოვა და რადკოვა 6:0, 6:0 გაანადგურეს, მეოთხედფინალში რუმინელ ნეგრეანუს და ბულგარელ ტომოვას 6:2, 6:7 (4:7), 10:4 სძლიეს, ნახევარფინალში არგენტინელები – 6:4, 6:4 დაამარცხეს, ფინალში კი მე-3 რეიტინგის მქონე ბულგარულ-ჩეხუტ დუეტს (კოსტოვა-კრამპეროვა) აჯობეს – 6:2, 6:0.

0.115169