ფეხბურთი

1:45 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაკას გოლები იტალიაშიც გააქვს

კარლოს ბაკასთვის მნიშვნელობა არ აქვს ესპანეთის ლა ლიგაში თამაშობს თუ იტალიის სერია A-ში. ყოველშემთხვევაში კოლუმბიელ ფორვარდს გოლები აპენინზეც გააქვს. სწორედ სამხრეთამერიკელმა შემტევმა მოაგებინა “მილანს” “პალერმოსთან” მატჩში. ბაკამ ჯერ ჯაკომო ბონავენტურას ლამაზი გადაცემა მოხდენილი დარტყმით დააგვირგვინა და ანგარიში გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე კუჩკას ფლანგურ გადაცემას თავი შეაგება და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მანამდე, გატანა ბონავენტურასაც მოესწრო, რომელმაც საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და ტაბლოზე 2:1 ააციმციმა. სიცილიელთაგან კი ორივე გოლი შვედმა ოსკარ ჰილიერმაკმა გაიტანა. 21-წლმადე ევროპის ჩემპიონმა ჯერ კარიდან დაუდევრად გამოფრენილ დიეგო ლოპესს თავით გაუტანა, ხოლო შემდეგ პირისპირ დარჩენილმა არ დაუტოვა შანსი. საბოლოოდ, “როსონერიმ” თავისი ტიფოზები გვარიანად ანერვიულა, მაგრამ გაიმარჯვა და გამარჯვებულებსაც არ ასამართლებენო...

ტურის პირველ მატჩში კი ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” “უდინეზეს” მისსავე მოედანზე მოუგო, თუმცა ქართველი შემტევის გარეშე. მოგეხსენებათ, ლევანი ტრავმირებულია და მკურნალობს. თვითონ თამაშის დასაწყისი კი ფრიულელებს ცუდს არაფერს უქადდა და დუვან ძაპატას გოლით ტაიმიც მოიგო, მაგრამ ჯერ პარედესმა გაათანაბრა, ბოლო წუთზე კი უბერებელმა მასიმო მაკარონემ წელს ტოსკანელებს პირველად მოაგებინა.

“უდინეზე” – “ემპოლი” 1:2 (1:0)

უდინე, “ფრიული”

მაყურებელი: 9 000

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, პირისი; ედენილსონი, ბადუ, იტურა (ბრუნო ფერნანდესი 53, კონე, ალი ადნანი; დი ნატალე (აგირე 68), ძაპატა (მარკინიო 74)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორუპსკი; ლაურინი, ტონელი, ბარბა, მარიო რუი; ზიელინკსი (პარედესი 62), დიოუსე (რონალდო 46), კროჩე; საპონარა; მაკარონე, პუჩარელი (ლივაია 82)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 1:0 ძაპატა (19), 1:1 პარედესი (73), 1:2 მაკარონე (90)

გაფრთხილება: იტურა (27), ალი ადნანი (30), კონე (54, 72), ბრუნო ფერნანდესი (84), მარკინიო (90) – მაკარონე (38), ლაურინი (61), რონალდო (80)

გაძევება: კონე (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 10 (6) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 6:2

მსაჯი: მიშელ ფაბრი

“მილანი” – “პალერმო” 3:2 (2:1)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 36 000

“მილანი” (4-3-1-2): დიეგო ლოპესი; აბატე (კალაბრია 18), ძაპატა, რომანიოლი, დე შილიო; კუჩკა, მონტოლივო, ბონავენტურა; ჰონდა (პოლი 79); ბაკა, ლუის ადრიანო (ბალოტელი 70)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“პალერმო” (4-3-1-2): სორენტინო; სტრუნა, გონსალესი, ელ კაუტარი, ლაზაარი; ჩოჩევი, ჰილიერმაკი (რიგონი 89), იაიალო; ვასკესი; ქუაისონი (ტრაიკოვსკი (71), ჯურჯევიჩი (ჯილარდინო 56)

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლები: 1:0 ბაკა (21), 1:1 ჰილიერმაკი (32), 2:1 ბონავენტურა (41), 2:2 ჰილიერმაკი (73), 3:2 ბაკა (75)

გაფრთხილება: მონტოლივო (81) – ლაზაარი (45), გონსალესი (66)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (8) – 10 (5) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 6:3

მსაჯი: კარმინე რუსო

0.179404