პსჟ კვლავ დაუმარცხებელია. ბლანის გუნდი ამჟამად კონკურენტ “რეიმს” ესტუმრა. ანგარიში მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. სტუმართა მარცხის შანსი მალევე გაქრა. ერთ წუთში წონასწორობა კავანიმ აღდგინა.
“ბასტიამ” ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. გასულ სეზონში კლოდ მაკელელეს მწვრთნელობის დროს კორსიკელები ახლოს იყვნენ ლიგა 2-ში დაქვეითებასთან, თუმცა შემდგომ, პრინტანტის ხელში გუნდმა შედეგი გამოასწორა. შესაძლოა “ბასტია” კვლავ ანალოგიური განსაცდელის წინაშე აღმოჩნდეს.
სტუმართაგან მხოლოდ “ნიცამ” მოიგო. პუელის გუნდი არასტაბილურად გამოდის და ამ ეტაპზე რთული განსასაზღვრია რეალურად რა იქნება მათი მიზანი.
ანჟერში ლიგაში აღზევებულებმა ითამაშეს. მასპინძლებმა მანგანის პენალტით დაამარცხეს “ტრუა”. “ანჟერმა” წარმატებულად დაიწყო, თუმცა წარმატების შენარჩუნება უფრო რთულია.
“გენგამმა” “აიაჩოსთან” გამარჯვებით 9 ქულა მოაგროვა. 6 ტურის შემდეგ 3 მოგება და 3 მარცხი – გურვენეკის გუნდს ჯერ ფრედ არ უთამაშია. დღევანდელ შეხვედრაში, პირველი ტაიმის მიწურულს აიაჩოელი სილა გააძევეს, რამაც მასპინძლებს გამარჯვება გაუადვილა.
23 წლის ენდი დელორტის გოლით “კაენმა” “მონპელიე” დაამარცხა. ფრანგმა ფეხბურთელმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გაიტანა. ამგვარი გამარჯვებები წარმატებას კიდევ უფრო სასიხარულოს ხდის ხოლმე.
რეიმსი – პსჟ 1:1 (0:0)
რეიმსი, "სტად ოგუსტ-დელუნე მეორე"
რეიმსი: აგასა, სინორინო, ვებერი, მანდი, ტრაორე, კანკავა, დევუ, ონიანუ (დიეგო 55), ბულო, კაი (სიბათჩუ 77), დე პრევილე
მთავარი მწვრთნელი: გეგანი
პსჟ: ტრაპი, ვან დერ ვილი, მარკინიო, სილვა, კურზავა, ვერატი, სტამბული (მატუიდი 76), ლუკას მოურა (კავანი 65), პასტორე, ლავეცი (დი მარია 65), იბრაჰიმოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: ბლანი
გოლები: 1:0 სიბათჩუ (83), 1:1 კავანი (84)
მთავარი მსაჯი: ვარელა
გაფრთხილება: კანკავა (4), სტამბული (67), კაი (74), მატუიდი (80)
კაენი – მონპელიე 2:1 (1:1)
კაენი, "სტად მიშელ დ'ორნანო"
კაენი: ვერკუტრი, იმორუ, იაჰია, ადეოტი, აპია, სუბე, ბესა, ფერეტი, ბაზილე (ლუისი 72), დელორტი, როდელინი (ნ’კოლოლო 81)
მთავარი მწვრთნელი: გარანდე
მონპელიე: ლიგალი, დელაპლანე, ჰილტონი, კონგრე, რუსილონი, მარვუა, მარტინი (კორნეტე 72), ბუდებუზი (რემი 77 ), დაბო, ლასნე, იატაბარე (ბერიგუდი 60)
მთავარი მწვრთნელი: კურბისი
გოლები: 1:0 როდელინი (19), 1:1 მარტინი (პენ 32), 2:1 დელორტი (90+2)
მთავარი მსაჯი: ბენ ელ ჰაჯი
გაფრთხილება: ადეოტი (31), იატაბარე (41), ბუდებუზი (46), დელორტი (47), დელაპლანე (87), ლასნე (89)
გინგამი – აიაჩო 2:1 (1:1)
გინგამი, "სტად დე რუდურუ"
გინგამი: ლოსლი, ანგუა, ბენეზეტი (დიალო 88), ბრიანი, კოკო, (დე პოვი 85), იაკობსენი, კერბრატი, მატისი, პრივატი (სალიბური 69), სანჰარე, სორბონი
მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი
აიაჩო: მური, ბუტაიბი (მარტინესი 44), ბრეჩეტი, კოფი, ჯოკოვიჩი, დუკურტი, ლე მოინე (მაი 87), მანგანე, პუიოლი (დია 70), სილა, ზუა
მთავარი მწვრთნელი: ლურე
გოლები: 1:0 პრივატი (23), 1:1 მანგანე (35), 2:1 ბრიანი (61)
მთავარი მსაჯი: რეინვილე
გაფრთხილება: სილა (27), ლე მოინე (37), სილა (39), კოფი (58), მარტინესი (63), ჯოკოვიჩი (74), ანგუა (74), მატისი (80)
გაძევება: სილა (39)
ანჟერი – ტრუა 1:0 (0:0)
ანჟერი, "სტად ჟენ ბუინი"
ანჟერი: ბუტელე, ანდრეუ, ტომასი, ტრაორე, მანკუ, მანგანი, ნ’დოი, საისი (ორიაკი 80), სისოკო (კეტკეოპომპონე 58), კამარა (სერინი 90+1 ), დორე
მთავარი მწვრთნელი: მულინი
ტრუა: პეტრიჩი, ნგკონგკა, სუნიე, ვესკოვაჩი, მავინგა, პი (ნივე 62 ), კარაბუ, აიასე, კურტი (დარბიონი 68), ბიენვენუ (კამუსი 74), კორენტინი
მთავარი მწვრთნელი: ფურლანი
გოლი: 1:0 მანგანი (პენ 57)
მთავარი მსაჯი: ჟაფრედო
გაფრთხილება: საისი (24), კარაბუ (57), პი (60), კამარა (74), კორენტინი (84)
გაძევება: ნ'დოი (33)
ბასტია – ნიცა 1:3 (1:2)
ბასტია, "სტად არმანდ სეზარი"
ბასტია: ლეკა, პალმიერი (რასპენტინო 78), მოდესტო, სკილაჩი, კონი (კულიბალი 81), ფოფანა, კაჰუზაკი, დანიკი, დიალო (მარანჟე 62), აიტი, ბრანდაო
მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი
ნიცა: ჰასენი, პაიე, ბაისი, ბოდმერი, რიკარდო, მენდი, კოზიელო, სერი, ბენ არფა (მალმანი 74 ), პლეა (ლე ბიჰანი 55), ჟერმაინი (ბენრაჰმა 81)
მთავარი მწვრთნელი: პუელი
გოლები: 1:0 დანიკი (23), 1:1 მენდი (33), 1:2 ჟერმაინი (40), 1:3 ბენრაჰმა (90+3)
მთავარი მსაჯი: ბიენი
გაფრთხილება: მალმანი (85), პაიე (87), მარანჟე (88)