ფეხბურთი

23:32 | 19.09.2015 | ნანახია 4256 - ჯერ

კანკავა პსჟ-ს დაუზავდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში “რეიმსმა” პსჟ მიიღო. ჯაბა კანკავამ სრულად ითამაშა, მე-4 წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. 83-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში, ერთ წუთში კავანიმ გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჯაბა კანკავას გუნდი ლიგა 1-ის 20 გუნდიან გათამაშებაში 11 ქულით მე-3 ადგილზეა. შეგახსენებთ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ფრანგულ კლუბში მეორე მატჩი ჩაატარა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში “პარიზი” შინ “ევიანს” ეთამაშა (0:0). პარიზელთა განაცხადში ვერ ვიხილეთ ამირან სანაია. 20 გუნდიან ჩემპიონატში “პარიზი” 9 ქულით მე-10 ადგილზეა.

იტალიის სერია ა-ს მე-4 ტურში “ემპოლიმ” სტუმრად 2:1 დაამარცხა “უდინეზე”. ლევან მჭედლიძე სამატჩო განაცხადში ვერ ვიხილეთ. 20 გუნდიან ჩემპიონატში “ემპოლი” 3 ქულით მე-14 ადგილზეა.

ნორვეგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში “სტაბეკმა” შინ 2:1 დაამარცხა “ტრომსო”. “სტაბეკის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა გიორგი გოროზია, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს. 16 გუნდიან ლიგაში “სტაბეკი” 47 ქულით მეორე ადგილზეა.

კვიპროსის პირველ დივიზიონში “ომონიასა” და “ანორთოსისის” მატჩი გოლების გარეშე დასრულდა. მასპინძელთა მაისურით უჩა ლობჟანიძემ სრულად ითამაშა. ფამაგუსტელთათვის 73-ე წუთიდან აბურჯანია, 85-ე წუთიდან კი ირაკლი მაისურაძე ჩაერთო თამაშში. 14 გუნდიან ჩემპიონატს “ანორთოსისი” 10 ქულით ლიდერობს, “ომონია” კი 5 ქულით მე-7 ადგილზეა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:00 | 20.09.2015
gerard888 (1536)

იმედია ცხადაძე მიაქცევს ყურადღებას გოროზიას ბიჭი სულ ძირითადში თამაშობს თან ნორვეგია სულაც არაა სუსტი ჩემპი 2 გუნდი რუსენბორგი და მიოლდე ყავთ ევროპის ლიგაზე.

11:59 | 20.09.2015
gerard888 (1536)

კარგად ითამაშა ჯაბამ თავისი საქმე მაგრად შეასრულა.

01:57 | 20.09.2015
maestro10 (13745)

კარგი გუნდია რეიმსი... წარმატებები კანკავას

00:14 | 20.09.2015
shakooo7 (2507)

ყენიამ შეაგდო დღეს, დვალიშვილმაც ითამაშა

23:56 | 19.09.2015
BATIGOLI 9. (4375)

დიმკას რომ პატკატს უკეთებ ეგ უკვე მიღწევაა
იმედია მუდმივად ძირითადში ვიხილავთ ხოლმე.წარმატებები!

00:02 | 20.09.2015
BATIGOLI 9. (4375)

დიმკას კი არადა იბრას,ტელეფონით სურათი არ გამიხსნა და

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065545