ირლანდიის ნაკრებმა “დ” ჯგუფის პირველ მატჩში კანადას ოდნავი შანსიც არ დაუტოვა და შვიდი ლელოთი მეტოქე 50:7 გაანადგურა.
მხოლოდ დებიუტში, სანამ ანგარიში გაიხსნებოდა, სექსტონმა ჯარიმა კარში დაარტყა, მერე კი, კელტებმა ერთბაშად იფეთქეს და შესვენებამდე პრემიის მომტანი ოთხი ლელო გაიტანეს - 29:0. მეორე ტაიმის 25-მა წუთმა უქულოდ განვლო, მერე ირლანდიამ მეხუთე ლელო გაიტანა, მერე ფან დე მერვემ ბურთი ჩაჭრა და კანადელთა ერთადერთი საპასუხო ლელო მიითვალა, მაგრამ ამით მეტოქე გააღიზიანა და ირლანდიამ კიდევ ორჯერ აიღო მეტოქის ჩათვლის მოედანი. სულ ბოლოს მათ მერვედაც გადალახეს კანადელთა ლელოს ხაზი, მაგრამ ვიდეორეფერიმ ლელო არ ჩათვალა, თუმცა ამით მათ ბევრი არაფერი დაკლებიათ.
2015 წლის მსოფლიო თასი
დ ჯგუფი
კარდიფი. “მილენიუმი”.
ირლანდია - კანადა 50:7 (29:0)
ირლანდია: 15. რობ ქარნი, 14. დეივ ქარნი, 13. ჯარედ პეინი, 12. ლუქ ფითსჯერალდი, 11. ქის ერლსი, 10. ჯონათან სექსთონი, 9. ქონორ მარი; 1. ჯექ მაკგრასი, 2. რორი ბესთი, 3. მაიქ როსი, 4. იენ ჰენდერსონი, 5. პოლ ო’ქონელი, 6. პითერ ომანი, 7. შონ ობრაიენი, 8. ჯემი ჰისლიპი.
სათადარიგოები: 16. შონ ქრონინი, 17. ქიენ ჰილი, 18. ნეითან ვაითი, 19. დონაქა რაიანი, 20. ქრის ჰენრი; 21. ოუნ რედენი, 22. იენ მედიგანი, 23. საიმონ ზებო.
7 ლელო: ობრაიენი, ჰენდერსონი, სექსტონი, დ. ქარნი, ქრონინი, რ. ქარნი, პეინი
6 გარდასახვა: სქსტონი (3), მედიგანი (3)
1 ჯარიმა: სექსტონი
1 სინბინი: ო’ქონელი
კანადა: 15. მეთ ევანსი, 14. ჯეფ ჰასლერი, 13. ქიარან ჰერნი, 12. ნიქ ბლევინსი, 11. დი თი ეიჩ ფან დე მერვე, 10. ნეითან ჰირაიამა, 9. გორდონ მაკრორი; 1. ჰიუბერთ ბაიდენსი, 2. რეი ბარქვილი, 3. დაგ ვულდრიჯი, 4. ბრეთ ბუქებუმი, 5. ჯემი ქადმორი, 6. ქაილ გილმორი, 7. ჯონ მუნლაითი, 8. არონ ქარპენთერი.
სათადარიგოები: 16. ბენუა პიფერო, 17. ჯასთის სიერს-დურუ, 18. ენდრიუ თიდემანი, 19. ჯებ სინქლერი, 20. რიჩარდ სორპი; 21. ფილ მექი, 22. ლიამ ანდერვუდი, 23. ქონორ თრეინორი.
1 ლელო: ფან დე მერვე
1 გარდასახვა: ჰირაიამა
1 სინბინი: ქადმორი