ფეხბურთი

18:44 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო ბაჯო: “მესისთან ერთად სიამოვნებით ვითამაშებდი”

იტალიურ ფეხბურთს არაერთი გენიოსი ჰყოლია, თუმცა ბევრის მოსაზრებით, მათ შორის ყველაზე გამორჩეული რობერტო ბაჯო გახლდათ. ვისაც მისი თამაში ერთხელ მაინც უნახავს, ძნელია ზემოაღნიშნულში შედავება. ბაჯოს იტალიურ ფეხბურთში ადრეც ბევრი ეთქმოდა და ახლაც ასეა.

ავტორიტეტული გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” 1993 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ბაჯო იტალიური და არამხოლოდ იტალიური ფეხბურთის შესახებ საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ რობის ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში არაერთი რთული ხარისხის ტრავმა მიუღია და სწორედ ამ თემაზე საუბრით დაიწყო ინტერვიუ.

- განსაცდელი თავიდანვე დადგა. 1985 წელს რიმინიში, 18 წლის ასაკში...

- დიახ, შესაძლო იყო ფეხბურთიდან წავსულიყავი. თუ ვერ შევძლებდი ჩემს თავში ძალის პოვნას. პროფესორებმა ჩემი მუხლები შეარყიეს, შევხედე მათ და თქვეს, რომ ძალიან რთული იქნებოდა ფეხბურთის თამაშის გაგრძელება.

- ასეთი რამ კარიერაში ხშირად იყო, მაგრამ თქვენ ყოველთვის ახერხებდით სირთულის გადალახვას.

- მუხლზე ექვსი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ოთხი მარცხენაზე, ორი – მარჯვენაზე. ეს წლების განმავლობაში დრამატული იყო, ახლა კი რუტინული გახდა. ტრავმების დასაძლევად ძალიან მძიმე სამუშაოს ჩატარება მიწევდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ და გვირაბის ბოლოს სინათლე ყოველთვის ჩნდებოდა.

- რას ფიქრობთ, ბალოტელის შესახებ?

- იგი ახლა ბოლოსწინა საფეხურზე დგას, საიდანაც მთავარი ნაბიჯის გადადგმა როგორც ჩანს, რთულია. ჩემთვის იგი საფეხბურთო სცენაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

- რომელი ნაკრები იყო ყველაზე ძლიერი, რომელშიც გითამაშიათ?

- სამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე. სამივე გუნდი ნამდვილად ძალიან ძლიერი იყო და სამჯერვე ტურნირს პენალტების სერიით დავემშვიდობეთ. 1990 წელს შესანიშნავი ნაკრები იყო, ექვსი თამაში მოვიგეთ, მაგრამ მაინც მესამე ადგილზე გავედით. იღბალიც საჭირო გახლდათ, უიმისოდ არაფერი გამოდის.

- თუ 1998 წელს, საფრანგეთთან მატჩში თქვენი შესანიშნავი დარტყმა გავიდოდა კარში... (ბაჯოს დამატებით დროში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, რაც იტალიას ნახევარფინალში გაიყვანდა, თუმცა ბურთი კარს ოდნავ ასცდა, - ავტ)

- ახლა სულ სხვა ისტორიაზე ვისაუბრებდით. იმ მუნდიალის მოგება ნამდვილად შეგვეძლო.

- რატომ დატოვეთ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია?

- ძალიან ბევრი ბიუროკრატიის გამო. მე მინდოდა ასაკობრივი გუნდების განვითარება, მაგრამ არ არსებობდა არანაირი გეგმა, სტრუქტურა, მონახაზი.

- ვინ არის დღეისათვის იტალიის საუკეთესო ტალანტი?

- ეჭვგარეშეა: დომენიკო ბერარდი ძალიან მომწონს.

- მსოფლიოს მასშტაბით: ვინ არის თქვენი გზის გამგრძელებელი?

- ჩემი გზის გამგრძელებლები მხოლოდ ჩემი შვილები არიან. მაგრამ თუ საუკეთესო ფეხბურთელზე მეკითხებით... ლიონელ მესი საუკეთესოა. სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან ერთად, უფრო სწორად, ფეხბურთს ახლაც ვითამაშებდი. ახალი ემოციებით, გამარჯვებებით და ნაკლები ტრავმებით.

- ვინ მოიგებს სკუდეტოს?

- თუ სატურნირო ცხრილს სამი ტურის შემდეგ შევხედავთ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთული იქნება. თუმცა მაინც მგონია, რომ “იუვენტუსი” ყველაზე ძლიერია”.

იუვენტუსი   5 - 0    სამპდორია

შემადგენლობა

მოვლენები

სასუოლო   3 - 1    ინტერი

შემადგენლობა

მოვლენები

ნაპოლი   4 - 0    ფროზინონე

შემადგენლობა

მოვლენები

მილანი   1 - 3    რომა

შემადგენლობა

მოვლენები

ჯენოა   1 - 2    ატალანტა

შემადგენლობა

მოვლენები

ემპოლი   2 - 1    ტორინო

შემადგენლობა

მოვლენები

კიევო   0 - 0    ბოლონია

შემადგენლობა

მოვლენები

პალერმო   3 - 2    ვერონა

შემადგენლობა

მოვლენები

უდინეზე   1 - 2    კარპი

შემადგენლობა

მოვლენები

ლაციო   2 - 4    ფიორენტინა

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.34537