ფეხბურთი

17:39 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიოტცე ბუცების გაყიდვით ლტოლვილებს დაეხმარება

გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი მარიო გიოტცე აუქციონზე იმ ბუცებს გაყიდის, რომლითაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში საბერძნეთის “ოლიმპიაკოსთან” მოგებულ (3:0) მატჩში გოლი გაიტანა.

ბუცებზე წერია: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლტოლვილებო”. აუქციონიდან შესული თანხით გიოტცე ახლო აღმოსავლეთიდან დევნილებს დაეხმარება.

თუმცა, გაყიდვამდე გერმანელი ფეხბურთელი მათ ბუნდესლიგაში “დარმშტადთან” ჩასატარებელ მატჩში მოირგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111827