ფეხბურთი

16:14 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” ფინანსური წელი მოგებით დაასრულა

საფეხბურთო კლუბმა ლონდონის “არსენალმა” ფინანსური წელი, რომელიც 31 მაისს დაიხურა, 24,7 მილიონი გირვანქა სტერლინგის (34 მილიონი ევრო) მოგებით დაასრულა. ამის შესახებ eurosport-ი იუწყება.

ერთი წლის წინ, ეს მაჩვენებელი 4,7 მილიონი გირვანქა სტერლინგი იყო. კლუბის მთლიანმა საბრუნავმა კაპიტალმა 344,5 მილიონი გირვანქა შეადგინა (შარშან 301,8 მილიონი), ხოლო უშუალოდ საფეხბურთო კაპიტალის ბრუნვა 329,3 მილიონამდე გაიზარდა (298,7 მილიონი ერთი წლის წინ).

შემოსავლის მატება ახალ ტექნიკურ სპონსორ “პუმასთან” გაფორმებულმა სარფიანმა ხელშეკრულებამ გამოიწვია. კომერციული საქმიანობიდან (საცალო ვაჭრობისა და ლიცენზირების ჩათვლით) 100 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა (103,3 მილიონი, ხოლო შარშან 77,2 მილიონი).

კლუბში სახელფასო ფონდი 166,4 მილიონიდან 192,2 მილიონამდე გაიზარდა. “არსენალის” მეპატრონეებმა დაადასტურეს, რომ კლუბს მოკლევადიანი სესხები არ აქვს, ხოლო გრძელვადიანი სესხების მომსახურების გათვალისწინებით, სარეზერვო თანხა 193,1 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

0.126944