ფეხბურთი

13:24 | 19.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ კვირის საუკეთესო ფეხბურთელია

უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ მიმდინარე კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დონეცკის “შახტართან” ჰეთ თრიკის შემსრულებელ პორტუგალიელ შემტევს მხარი გამოკითხულთა 41 პროცენტმა დაუჭირა.

მეორე ადგილზე სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ბრაზილიელი ფორვარდი ჰალკი გავიდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სტარზე “ვალენსიასთან” დუბლი მიითვალა. მან 21 პროცენტი მიიღო.

მესამეზე “რომას” მარჯვენა მცველი ალესანდრო ფლორენცი აღმოჩნდა, რომელმაც “ბარსელონას” შორი მანძილიდან საუცხოო გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121662