“მანჩესტერ სიტის” ოფიციალურ ვებგვერდს “ქალაქელთა” ჩილელი მწვრთნელის მანუელ პელეგრინის სიტყვები მოჰყავს, რომელთა მიხედვითაც 19 სექტემბერს დედაქალაქური “ვესტ ჰემ იუნაიტედის” წინააღმდეგ გუნდს გაელ კლიშის, ფაბიან დელფის, ვენსან კომპანის, სამირ ნასრისა და პაბლო საბალეტას გარეშე მოუწევს თამაში.
“კომპანის ფეხის კუნთი აწუხებს, თუმცა, მომდევნო ტურში “ტოტენჰემის” წინააღმდეგ ითამაშებს. ვენსანის მსგავსად “ვესტ ჰემთან” საბალეტა, კლიში, დელფი და ნასრი დაგვაკლდებიან”, - ამბობს პელეგრინი. მისივე თქმით, ტრავმა სრულად მოირჩინა სერხიო აგუერომ და არგენტინელი “ჩაქუჩების” წინააღმდეგ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
5 ტურის შემდეგ ინგლისის პრემიერლიგას ქულათა მაქსიმუმით, 15 “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს, უახლოეს მდევარ “ლესტერ სიტის” კი 11 ქულა აქვს.





