კალათბურთი

0:58 | 19.09.2015 | ნანახია 2664 - ჯერ

მეტრეველი სერია A-ში დაბრუნდა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრი ნიკა მეტრეველი კარიერას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს. 24 წლის ცენტრის ახალი გუნდი "ორლანდინა" იქნება. ამის შესახებ თავად აპენინური გუნდის ვებგვერდი იუწყება. მეტრეველი ახალ გუნდში 28 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ნიკასთვის იტალია ნაცნობი ადგილია, რადგან იქ ჯერ კიდევ 2007 წელს, 16 წლის ასაკში მოხვდა. სადაც ორი წლის განმავლობაში "რიმინის" ახალგაზრდულ გუნდში იყო და “Basketball without Borders”-ის ტურნირის MVP-იც გახდა, რომელსაც პარიზმა უმასპინძლა და NBA-ს სკაუტების ორგანიზებით ჩატარდა. მისი დებიუტი სერია A-ში 2008-2009 წლების სეზონში შედგა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ევრო ლიგაც დააჭაშნიკა. 2009 წლის დეკემბერში მან იჯარით "ფერენტინოს" მიაშურა, სადაც 18 შეხვედრა გამართა და საშუალოდ თამაშში 6.7 ქულასა და 4.2 მოხსნას აგროვებდა. ამის შემდეგ ნიკა ისევ "რიმინიში" დაბრუნდა და ლეგადუეში (მეორე ლიგა) ითამაშა. 2011 წელს კი უკვე "დინამო სასარიში" გადაბარგდა და სერია A-ში 3.6 ქულასა და 1.8 მოხსნას აგროვებდა.

რაც შეეხება მის ახალ გუნდს: "ორლანდინა" იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 16 გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზე გავიდა.

მეტრეველი ევრობასკეტ 2015-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იყო, თუმცა არ უთამაშია. იმავე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კი მისი მონაგარი საშუალოდ თამაშში 2.3 ქულასა და 2.7 მოხსნას შეადგენდა.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:22 | 19.09.2015
baxt (1836)

ისე, სხვათაშორის, გუშინ მეორე ნახევარფინალიც გაიმართა ევრობასკეტზე, სადაც ჩვენი მძლეველი ლიტვა თამაშობდა და ფინალში გავიდა.. თითქმის მთელი დღე გავიდა და სტატია იგვიანებს. თუ ჩვენების გავარდნის შემდეგ ევრობასკეტმა ინტერესი დაკარგა ამ საიტისთვის?!

13:21 | 19.09.2015
dixdavid (458)

ცოტა კი გამიკვირდა ეს ამბავი, იმიტომ რომ სამწუხაროდ მომატების მაგივრად, ნიკა სულ უკან და უკან მიდიოდა.
თუმცა სასიამოვნო სიურპრიზი კი იყო.
მთელი სულით და გულით ვუსურვებ წარმატებას.
აქვს იმის ნიჭი და შესაძლებლობა, რომ დიდი კალათბურთი ითამაშოს.

12:47 | 19.09.2015
bbbbbb (2031)

ეგეც თქვენი ცუდ ფორმაში მყოფი ლიტვა

11:28 | 19.09.2015
sabonis (9584)

ნიკას რათქმა უნდა წარმატებები, მარა რა მიკვირს იცით შენგელიას ასეთ ევრობასკეტი ჰქონდა და როგორ არ აქტიურობენ ნბა-ს თუ არა ევრო გრანდები მაინც.

09:17 | 19.09.2015
Torres9 (12692)

დროა მოუმატოს და ნაკრების სრულფასოვანი წევრი გახდეს...
ს ტ ა ბ ი ლ უ რ ო ბ ა

01:10 | 19.09.2015
vaso8522 (1669)

ეხლა თუ 24 წლისაა, 2007-ში 14 როგორ იყო?

08:47 | 19.09.2015
buska (1193)

26- საა ცნობისთვის

01:01 | 19.09.2015
davit-tg (768)

წარმატებები ნიკას!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125892