ფეხბურთი

21:15 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის სეზონის პირველი სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა 2015/16 წლების სეზონის ევროპა ლიგის პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო გუნდში ერთ კლუბის ორი ფეხბურთელი არ ფიგურირებს.

48 გუნდიდან 11 ფეხბურთელი შეირჩა, სიმბოლური ნაკრები კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ტომაშ კოშიჩკი (“ასტერასი”)

მცველები: ფაბიო კოენტრაუ (“მონაკო”), ფრედერიკ მენდი (“მარსელი”), ჟოელ მატიპი (“შალკე”)

ნახევარმცველები: ჯუ-ჰო პარკი (“დორტმუნდი”), ხოსე სოსა (“ბეშიქთაში”), დრის მერტენსი (“ნაპოლი”), ჰიუნგ-მინ სონი (“ტოტენჰემი”)

თავდამსხმელები: მუსა კონატე (“სიონი”), არის ადურისი (“ბილბაო”), აბუბაქარ ოუმარუ (“პარტიზანი”)

0.123867