ფეხბურთი

16:24 | 18.09.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ვენგერს მოურინიო არ აფიქრებს

ლონდონის “არსენალის” მწვრთნელმა არსენ ვენგერმა “ჩელსისთან” გასამართი ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურის ცენტრალური შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობასაც შეეხო. როგორც ცნობილია, მათ შორის იდილია ნამდვილად არ სუფევს.

“ჩემს კოლეგებთან არანაირი დაბრკოლება არ მაკავშირებს. ყველა მათგანს პატივს ვცემ, მაგრამ ერთადერთი რაც მაფიქრებს, ეს ჩემი გუნდის თამაშია.

ჩამოვართმევ თუ არა ხელს მოურინიოს? – სათქმელი სხვა არაფერი მაქვს”, - კითხვას ორიგინალურად აუარა გვერდი ვენგერმა.

“ჩელსისა” და “არსენალის” ლონდონური დერბი, შაბათს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:53 | 13.11.2014
penomena (1374)

Pირველ ნომრად იყო განთესილი სტარტშივე წააგო ვერაფერს იტყვი

10:46 | 13.11.2014
BEERTRANCE (97819)

იქნებ წყვილებში მაინც იმარჯვოს.

0.066707