კალათბურთი

13:45 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვილი  ისიანი  დიდების  გუნდთან  ერთად  ვარჯიშობს

კალათბურთში საქართველოს 18 წლამდე ნაკრებისა და ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მონაწილე, ,,გრან კანარიას’’ ასაკობრივი გუნდის წევრი ვილი ისიანი, ამჟამად დიდების გუნდთან ერთად ვარჯიშობს და რამდენიმე შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტთან’ ’ საუბარში თავად ისიანმა განაცხადა.

,,გრან კანარიას’’ დიდების გუნდთან ერთად სამთა ტურნირში მივიღე მონაწილეობა, რომელსაც გალისია მასპინძლობდა. ამ ტურნირის პირველ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა 18, მეორე მატჩში კი უფრო მეტი - 24 წუთი მათამაშა. ჩემი თამაშით კმაყოფილი რომ არ ყოფილიყო, ამდენ სათამაშო დროს ნამდვილად არ მომცემდა’’- გვითხრა ისიანმა.

0.115484