კალათბურთი

1:31 | 18.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გასოლმა ესპანეთი ფინალში გაიყვანა

40 ქულა, 11 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა – აი ასეთი გახლავთ პაუ გასოლის მონაგარი 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩში. ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთს 2013 წლის ევრობასკეტში განცდილი მარცხის გამო რევანში აუღო და დამატებითი დროის ჩატვლით ანგარიშით 80:75 დაამარცხა. რიცხვები ცხადყოფს თუ რამხელა წვლილი შეიტანა გასოლმა თავისი გუნდის წარმატებაში.

ორი წლის წინ, 20 სექტემბერს ლუბლიანაში ვინსენ კოლეს შეგირდებმა ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანეთი ოვერტაიმის ჩათვლით 75:72 დაამარცხა. ძირითადი დრო კი 65:65 დაფიქსირდა.

ამჯერად სერხიო სკარიოლოს გაწვრთნილები 40 წუთში ამარცხებდნენ მეტოქეს, თუმცა ბოლო წამებზე ნიკოლას ბატუმმა შესანიშნავი სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა – 66:66. ერთი ქულა შეიცვალა ორი წლის განმავლობაში, თუმცა გამარჯვებული ამჯერად ესპანეთი აღმოჩნდა.

დამატებით დროში ტონი პარკერმა გუნდი დააღალატა ერთ-ერთი შეტევის დროს მას დაუფარეს, ბოლო წამებზე კვლავ ბატუმს ჰქონდა საჯარომოების ზუსტად შესრულების ხარჯზე მატჩი მეორე ოვერტაიმში გადაეყვანა, თუმცა ასე არ მოხდა და ლილიში საფრანგეთი დამარცხდა.

ქება და ქება პაუ გასოლს. მან ტამაშის განმავლობაში ევრობასკეტზე დაგროვებული ქულების რაოდენობა 1000 გადააცილა და ტონი პარკერის (საუკეთესო მექულე), ნიკოს გალისის და დირკ ნოვიცკის შემდეგ გახდა მეოთხე ადამიანი, რომელიც ათასიანთა კლუბში გაწევრიანდა. თუ ვის დაასახელებდნენ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ამას თქმაც არ სჭირდება.

მეორე ნახევარფინალური შეხვედრა 18 სექტემბერს სერბეთსა და ლიტვის ეროვნულ გუნდებს შორის შედგება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ესპანეთი – საფრანგეთი 80:75 (17:20), 15:13, 16:23, 18:10, ო.ტ 14:9)

ესპანეთი: გასოლი (40ქ, 11მ, 1პ), როდრიგესი (15ქ, 4მ, 3პ), ფერნანდესი (7ქ, 5მ, 1პ), ლული (7ქ, 3მ, 5პ), მიროტიჩი (7ქ, 2მ, 3პ).

მთავარი მწვრთნელი: სერხიო სკარიოლო

საფრანგეთი: ბატუმი (14ქ, 7მ, 2პ), დე კოლო (14ქ, 4მ, 3პ), ლუვერნი (11ქ, 1მ), პარკერი (10ქ, 4მ, 6პ), ჟელებალე (10ქ, 2მ, 1პ), გობერტი (8ქ, 13მ)

მთავარი მწვრთნელი: ვინსენ კოლე

0.141244