კალათბურთი

20:55 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნებმა ოლიმპიადის კვალიფიკაცია გაინაღდეს (+VIDEO)

ევრობასკეტ-2015-ზე 5-8 ადგლებისთვის საბერძნეთი ლატვიას დაუპირისპირდა და 97:90 მოუგო. შეხვედრის დასკვნითი მეოთხედს ლატვია ერთქულიანი უპირატესობით შეხვდა, თუმა ბოლო მეოთხედში ბერძნებმა მეტოქე გატეხეს და რიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლება მიიღეს, რომელიც 2016 წლის ივლისში გაიმართება.

საბერძნეთი მეხუთე ადგილისთვის მატჩში იტალია-ჩეხეთის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო ლატვია მეშვიდე ადგილისთვის მატჩში ზემოთხხენებული წყვილში დამარცხებულს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015 ფინალისტები ოლიმპიადაზე პირდაპირ მოხვდებიან, ხოლო 3-7 ადგილებს რიოში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაში მოუწევთ.

საბერძნეთი – ლატვია 97:90 (17:24, 20:20, 23:17, 37:29) (VIDEO)

საბერძნეთი: ბურუსისი (20 ქ. 6 მ.), სპანულისი (16 ქ. 4 პ.), კალატესი (15 ქ. 5 პ.), ანტეტოკუმპო (15 ქ. 7 მ.), ზისისი (12 ქ.), პრინტეზისი (8 ქ. 4 მ.), კუფოსი (5 ქ. 7 მ.)

ლატვია:იანისენოკსი (22 ქ.), ბერტანსი (14 ქ.), მეჯერისი (14 ქ. 6 მ.), მეიერსი (13 ქ.), ფრეიმანისი (10 ქ. 5 მ.), ტიმა (6 ქ.), ბერზინსი (5 ქ.), სტრელნიეკსი (2 ქ. 7 პ.), ბლუმსი (2 ქ.)

0.134986