იტალიაში ბოლო დროს აქტიურად საუბრობდნენ აპენინელი შემტევის, ალესანდრო მატრის ოჯახის შესახებ. ჯერ იყო და მატრი სულ იმას იძახდა, ჩემს ცოლთან, მოდელ ფედრიკა ნარჯისთან თავს უბედნიერესად ვგრძნობ და ვისაც ჩვენი სიყვარული არ მოსწონს იმის ასე და ისეო. მერე კი ყველაფერი შეიცვალა.
როგორც ავყია ხალხი ამბობს, ფედერიკა ნარჯი მატრის საკუთარი ინიციატივით დაშორდა, რადგან ყელში ამოუვიდა ქმრის გამუდმებული წარუმატებლობები და მავან მსახიობს ჩაუკოტრიალდა ფითქინა თეთრეულშიო. თუმცა, ახლა ეს ოჯახი ფენიქსისებრ აღსდგა და ალესანდრო და ფედერიკა უკვე ერთად ჩნდებიან საზოგადოებაში.
სიმართლე რომ ვთქვათ, ოჯახური გაურკვევლობების მიზეზი შესაძლებელია მატრის უცნაური და წუწუნა ხასიათი მართლაც ყოფილიყო. იტალიელი ჟურნალისტები ხშირად ხუმრობენ ალესანდროს ამ თვისებაზე და შეიძლება მის ცოლსაც ამოუვიდა ყელში ეს ყველაფერი. თუმცა ახლა ცოლ-ქმარი ისევ ერთადაა და ის დროა, მათი ნავთსაყუდელი ოთახი ფეხაკრეფით დავტოვოთ.







