ფეხბურთი

21:20 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლანჩხუთის “გურია”: “ზენაიშვილს ურუშაძის დისკრედიტაცია სურს”

როგორც სოციალურ ქსელში ლანჩხუთის “გურიას” ოფიციალური გვერდი აცხადებს, ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი “გურიას” პრეზიდენტ ზაზა ურუშაძის დისკრედიტაციას აგრძელებს. გთავაზობთ ნაწყვეტს აღნიშნული განცხადებიდან:

“ვახტანგ ზენაიშვილისთვის ზაზა ურუშაძის დისკრედიტაცია ყველაზე მთავარ მიზნადაა ქცეული. სხვას არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ კლუბში სამწვრთნელო შესაძლო გადაადგილებასაც იყენებს საიმისოდ, რომ კლუბსა და მის მესვეურებს თავს დაესხას

როგორც ჩანს ვახტანგ ზენაიშვილს ძალიან “აღელვებს”, რომ “გურია” ლანჩხუთის სავიზიტო ბარათად და ქართული ფეხბურთის ელიტაში თავის ადგილზე ბრუნდება, რომ ცენტრალურ თამაშებზე ათასობით ლანჩხუთელი მოდის და არა “რამდენიმე ათეული კაცი (როგორც ამას ვახტანგ ზენაიშვილი აცხადებს), რომ პირველად არსებობის ისტორიაში გრიგოლეთის ბაზა ლანჩხუთის საკუთრება გახდა და ათწლეულების შემდეგ იქ შენდება თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი, რომ ასზე მეტი ახალგაზრდა მოწყვეტილია ქუჩას და ირიცხება “გურიას” სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში.

ეჭვგარეშეა პოლიტიკური ოპონენტის ეს წარმატებები ვახტანგ ზენაიშვილს ძალიან აშფოთებს და ბრძოლას “წესების გარეშე” აწარმოებს. უკვე კარგა ხანია მიზანმიმართულად ეწევა პროპაგანდას, რომ ლანჩხუთელებში ეს მხარდაჭერას ვერ მიიღებდა და ფაქტია, ვერც მიიღო – ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ გასული სეზონის მიხედვით “გურიას” ცენტრალური სტადიონი დასწრების მხრივ მოწინავეთა შორისაა”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1148