ფეხბურთი

19:32 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობას შეხვდა

როგორც სოციალურ ქსელში ლევან კობიაშვილის ოფიციალური გვერდიდან ვიგებთ სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი თბილისის “ლოკომოტივის” ხელმძღვანელობას შეხვდა. გთავაზობთ ლევან კობიაშვილის კომენტარს:

“თბილისის “ლოკომოტივის” ხელმძღვანელებს შევხვდი, გავეცანი მათ ინფრასტრუქტურას. ვისაუბრეთ ქართული ფეხბურთის მომავალზე. კიდევ ერთხელ გავაცანი ჩემი ხედვები და წარმოდგენები, ვისაუბრეთ ეროვნული ჩემპიონატის შესახებ. მოვისმინე მათი მოსაზრებებიც თუ რას ფიქრობენ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოვისმინე თუ რა პრობლემის წინაშე არიან კლუბები. ასე რომ საინტერესო შეხვედრა იყო, რაც კვლავ გაგრძელდება” – აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=LU4o6PiGaXM&feature=youtu.be

pia.ge

0.11487