ფეხბურთი

18:17 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პერესს მორატას დაბრუნება სურს

როგორც Sky Sports იუწყება მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ალვარო მორატას მადრიდში დაბრუნება სურს.

“გვსურს მორატას დაბრუნება. “რეალი” მზადაა მის დასაბრუნებლად 32 მილიონი ევრო გადაიხადოს, რაც 10 მილიონით მეტია იმ თანხაზე, რომელიც 2004 წელს მის ტრანსფერში მივიღეთ” – აღნიშნა პერესმა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა გასულ სეზონში “იუვენტუსის” შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

2008 წელს მორატა “ხეტაფეს” ახალგაზრდული გუნდიდან “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა, 2010 წლიდან კი ძირითად გუნდში დაიწყო თამაში, თუმცა სასტარტო შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109959