ფეხბურთი

16:32 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გოგოლაძე: “ქართული ფეხბურთი საერთაშორისო სკანდალთან ახლოსაა”

Adidas-ის წარმომადგენელმა საქართველოში გიორგი გოგოლაძემ სტუდია “რეპორტიორში” პრესკონფერენცია გამართა. შპს “გეოფისის” დირექტორ გიორგი გოგოლაძის თქმით შესაძლოა ქართული ფეხბურთი საერთაშორისო სკანდალს უახლოვდება, რადგან არამარტო Adidas-ის არამედ ფიფასა და უეფას წესები დარღვეულია.

“სფფ იყენებს თბილისის ერთ-ერთ სამკერვალოში არალიცენზირებულად შეკერილ Adidas-ის პროდუქციას. არალიცენზირებულად შეკერილი სამოსს კი საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებები, ასევე ქალთა ნაკრები და სფფ-ს აკადემია მარაგდება. არალიცენზირებული კერვის ორგანიზატორია ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის ხელმძღვანელი ვაჟა ჟვანია. რა თქმა უნდა საქმის კურსშია ქართული ფეხბურთის მართველი ორგანო.

2013 წელს სფფ-მ განაცხადა, რომ 17 და 19 წლამდე ნაკრებების შესამოსად Adidas-ის თურქულ მხარესთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, რაც თავისთავად იყო დარღვევა, რადგან Adidas-ის ფილიალი მოსკოვში მდებარეობას, რომელიც მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებს მოიცავს. თურქეთი დსთ-ს ქვეყნებში არ შედის, ასე რომ სფფ- არ აქვს უფლება თურქულ მხარესთან თანამშრომლობის. ამის თაობაზე ვაცნობეთ მოსკოვის ოფისს, რომელიც დაუკავშირდა თურქულ მხარეს, რის შემდეგაც თურქულმა მხარემ სფფ-თან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

არალიცენზირებულად შეკერილ პროდუქციასთან დაკავშირებით, Adidas-მა გვაცნობა, რომ ამ ეტაპზე უმჯობესია საკითხი ადგილობრივ დონეზე გადაწყდეს, წინააღმდე შემთხვევაში კი ქართული ფეხბურთი საერთაშორისო სკანდალს ვერ აცდება.

არალიცენზირებულად შეკერილი Adidas-ის პროდუქცია, არამარტო კონკრეტულად ამ კომპანიის წინაშე არღვევს კანონს, არამედ ფიფასა და უეფას წესდებასაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან Aდიდას ფიფასა და უეფას სპონსორია.

Adidas-ის რჩევიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ პრემიერ-მინისტრის სახელზე გაგვეგზავნა წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრემიერ–მინისტრს

ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. #07

ბატონო პრემიერ–მინისტრო,

გაცნობებთ, რომ შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე, კომპანია შპს „გეოფისი“ წარმოადგენს ფირმა „ადიდასის“ რუსეთის ოფისის (შპს „ადიდასი“ რუსეთის) ინტერესებს საქართველოში. აღნიშნულ ფირმასთან ხელშეკრულების საფუძველზე ჩვენს კომპანიას აკავშირებს, აგრეთვე, საქმიანი სავაჭრო ურთიერთობები.

„ადიდასის“ რუსეთის ოფისი მოწოდებულია, დაიცვას რუსეთსა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (ყოფილი СНГ) ტერიტორიაზე ფირმა „ადიდასის“ სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნები. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს „გეოფისი“ ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს „ადიდასის“ რუსეთის ოფისს საქართველოში „ადიდასის“ სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნების უკანონო გამოყენებაზე.

მოგახსენებთ, რომ ფირმა „ადიდასი“ წლების განმავლობაში საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციების – FIFA და UEFA–ს პარტნიორია. შესაბამისად, იგი თავისი სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნების გამოყენების უფლებას ანიჭებს როგორც ცალკეულ საფეხბურთო კლუბებს, ასევე, ადგილობრივ ფეხბურთის ფედერაციებს. აღნიშნული ფედერაციები, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ), თავის მხრივ, წარმოადგენს, ასევე, FIFA და UEFA–ს წევრს.

რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, საქართველოში „ადიდასის“ სასაქონლო (სავაჭრო) ნიშნებს უკანონოდ იყენებს სწორედ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ). საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ეკიპირების უზრუნველყოფა, უხეშად არღვევს ფირმა „ადიდასის“ უფლებებს საქართველოში, როდესაც მან 17–წლამდე (U17) და 19–წლამდე (U19) ნაკრებების, ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული საფეხბურთო აკადემიის გუნდების ეკიპირებისას უკანონოდ გამოიყენა ფირმა „ადისასის“ სასაქონლო ნიშნები, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი უკანონოდ არის გამოყენებული ზემოაღნიშნული გუნდების მაისურებზე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, მიიღოთ სათანადო კანონისმიერი ზომები საქართველოში ფირმა „ადისასის“ სასაქონლო ნიშნების დაცვის უზრუნველსაყოფად, რათა საქართველო არ იქნას მიჩნეული როგორც TRIPS–ის შეთანხმების დამრღვევი ქვეყანა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საერთშორისო სკანდალი, ხოლო საქართველო დადგეს საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გარიცხვის წინაშე.

პატივისცემით

გიორგი გოგოლაძე

შპს „გეოფისის“ დირექტორი

აღნიშნული დარღვევა მიუთითებს იმაზეც, რომ 3 ოქტომბერს სფფ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პირები კარგად უნდა დაფიქრდნენ, სურთ ამ გზის გაგრძელება თუ უნდა ავირჩიოთ სწორი გზა.

მიკვირს, წლების წინ სფფ რატომ არ აგზავნიდა უეფაში წერილებს სფფ-ს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით, სფფ-ს არჩევნებში პოლიტიკის არჩარევასთან დაკავშირებით.

2012 წელს სფფ-ს პრეზიდენტად ნიკა გილაურის დანიშვნა იგეგმებოდა, თუმცა ნაციონალურმა მოძრაობამ ვითარების დაძაბვა არ ისურვა, რადგან მოახლოებული იყო საპარლამენტო არჩევნები, გილაურის გაპრეზიდენტება კი ხალხში აგრესიას და უკმაყოფილებას გამოიწვევდა, თუმცა ფაქტია რომ წლების განმავლობაში სფფ-ს პრეზიდენტობა მხოლოდ პოლიტიკოსების ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული და არა ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ხალხზე. ამიტომაც უხერხულია, როდესაცსფფ უეფაში მსგავს წერილებს აგზავნის. ეხლა იშვერენ ხელს პოლიტიკოსებზე, როდესაც წლების წინ ხმა არ ამოუღიათ” – განაცხადა გიორგი გოგოლაძემ.

0.112711