ფეხბურთი

15:37 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

შოუს ორმაგი მოტეხილობა აქვს

“მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენა მცველი ლუკ შოუ მიმდინარე სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

მანჩესტერული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, შოუს მარჯვენა ფეხის ორმაგი მოტეხილობა აქვს და ოპერაცია სჭირდება. მან ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პსვ-სთან მატჩში (1:2) მიიღო, როდესაც მეტოქის მოთამაშე ექტორ მორენო ფეხებში უხეშად ჩაუვარდა.

“ეს საშინელებაა. შოუს წინააღმდეგ თამაშის წესი ძალიან სერიოზულად დაარღვიეს. ექიმებს მისთვის ჟანგბადის ნიღბის გაკეთება დასჭირდათ, ხოლო გასახლდელში ლუკმა უბრალოდ ცრემლები ვერ შეიკავა.

ის საუცხოო სეზონს ატარებდა, მაგრამ მძიმე ტრავმა მიიღო. როდესაც ვამბობ, რომ მსაჯს წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა და პენალტი დაენიშნა, ჟურნალისტები უიღბლოს მეძახით. თითოეულ სიტყვას რომელსაც ვამბობ არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ. წესი პსვ-ს საჯარიმოში დაირღვა და მეტოქის მხრიდან ჩვენი შეტევის ორი ფეხით აგრესიული ვარდნით ჩაშლა არასწორი იყო” – თქვა ვან გაალმა.

თავად შოუმ თავის “ტვიტერში” შემდეგი დაწერა:

“მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა. არ შემიძლია აღვწერო როგორი დათრგუნული ვარ. ჩემი რეაბილიტაციის პროცესი ახლავე იწყება და უფრო ძლიერი დავბრუნდები”.

თეგებილიუკ შოუ
0.130553