“მილანის” ყოფილი მცველი ალესანდრო კოსტაკურტა ზაფხულში “ლივერპულიდან” გუნდში დაბრუნებულ მარიო ბალოტელის ვარსკვლავად არ მიიჩნევს.
“მარიოს შეუძლია “მილანს” დაეხმაროს, მაგრამ ის ფეხბურთელი არაა, რომელიც მატჩების ბედს მარტო გადაწყვეტს. მნიშვნელოვანია, ბალოტელი როგორც “მილანის” ერთ-ერთ ფეხბურთელად განიხილებოდეს და არა გუნდის ვარსკვლავად.
ბალოტელის უმაღლესი კლასის მოთამაშედ მიჩნევა შეცდომაა, რადგან ასეთი არაა. მარიო კარგი ფეხბურთელია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ მსოფლიო დონის შემსრულებელი და გუნდის ლიდერი არაა” – იუწყება კოსტაკურტას სიტყვებს Tuttosport-ი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
პეპეს ეყოს ეხა მართლა 100 კილოა კაცი და პირველი 2 სეზონის მერე არც უტამაშია ისე იღებს ხელფასს
კაი ტიტულები და ფული მოხია და წავიდეს აწი ამერიკაში