2 დღეში დადგება 19 სექტემბერი, თარიღი, რომელსაც ამდენ ხანს ველოდით, მატჩი, რომლისთვისაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ამდენს ასე ემზადებოდა. 2 დღეში, 19 სექტემბერს, საქართველოს დროით 15 საათზე, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" "ბორჯღალოსნები" "ზღვის არწივებად" ცნობილ ტონგას ერკინებიან. მსოფლიოზე საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე 48 საათით ადრე მილთონ ჰეიგმა ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი დაასახელა.
ძლიერი შერკინებით
სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი უძლიერესი შერკინებით ცნობილი ბორჯღალოსნები სტერეოტიპს არ დაარღვევენ, ვინაიდან პირველ ხაზში ჰეიგმა მიხეილ ნარიაშვილს, ჯაბა ბრეგვაძესა და დავით ზირაქაშვილს უხმო. მეორე ხაზში შერკინებას კოტე მიქაუტაძე დაგიორგი ნემსაძე გაამაგრებენ. მესამე ხაზში კი ფლანკერებად გიორგი თხილაიშვილსა დავიქტორ კოლელიშვილს ვიხილავთ. კაპიტანი მამუკა გორგოძე კი 8 ნომერზე ითამაშებს.
ყველაზე ახალგაზრდა
18 წლის ვასილ ლობჟანიძეზე მსოფლიო თასის ვებ-გვერდზე და სხვა და სხვა გამოცემებში ბევრი დაწერილა და თქმულა და მოლოდინისამებრ იგი ნამდვილად შევა მსოფლიო თასების ისტორიაში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინაიდან სასტარტო 15-ეულში მას 9 ნომრის პოზიციაზე ვიხილავთ. ხაზში ჰავბექად ლაშა მალაღურაძე გაირჯება, ცენტრში დავით კაჭარავასა და მერაბ შარიქაძის დუეტია, ხოლო გარემარბებად გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე დაიწყებენ ტონგელთა წინააღმდეგ მატჩს. ფულბეკი კი ბორჯღალოსნების ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, 85 სანაკრებო კეპ მოხვეჭილი, მერაბ კვირიკაშვილი იქნება.
„პატივი გვაქვს მსოფლიო თასზე პირველად, დავასახელოთ ბორჯღალოსნების სამატჩო რაზმი, რომლითაც ტონგას დავუპირსპირდებით. სელექცია ძალზე რთული იყო, რომელიც ბოლო დროინდელი შეკრებებისა და საკონტროლო მატჩების დროს მიმდინარეობდა. მიმაჩნია, რომ საკმაოდ გამოცდილი რაზმი დავასახელეთ.“ განაცხადა მილთონ ჰეიგმა. „გარდა ამისა ამ შემადგენლობით ჩვენი გუნდი თითქმის 4 წელია რაც თამაშობს, შესაბამისად დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი თამაშით ყველა ვიამაყებთ.“
ტრავმებს იშუშებენ და პირველი მატჩის განაცხადში სამწუხაროდ ვერ მოხვდნენ მგეზავილაშა ხმალაძე და გარემარბი ალექსანდრე თოდუა. მცირე, ნაკლებად სერიოზული ტრავმა აქვს დავით ქუბრიაშვილს.
საქართველო - ტონგა. 19 სექტემბერი, ქინგსჰოლმ სთედიუმი.
15:00 სთ (12:00 ადგილობრივი დროით)
სახელი და გვარი | კლუბი | დაბ | ბრჯ | მონაგარი | |
უკანა ხაზი [ბექები] | |||||
15 | მერაბ კვირიკაშვილი | მონლიუსონ [სფრ ფედ 1] | 1983 | 85 | 12ლ 109გ 119ჯ 3ა [644 ქ] 3სბ |
14 | თამაზ მჭედლიძე | აჟენ [სფრ პრო დ2] | 1993 | 31 | 4ლ |
13 | დავით კაჭარავა | ენისეი კრასნოიარსკ [რუს] | 1985 | 83 | 17ლ [4 კაპ] სბ |
12 | მერაბ შარიქაძე | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1993 | 36 | 7ლ [1 კაპ] |
11 | გიორგი აფციაური | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 10 | : |
10 | ლაშა მალაღურაძე | ბანიერ [სფრ ფედ 1] | 1986 | 58 | 3ლ 28გ 24ჯ 3ა [152 ქ] 2სბ |
9 | ვასილ ლობჟანიძე | არმაზი [საქ] | 1996 | 6 | : |
შერკინება [ფორვარდები] | |||||
1 | მიხეილ ნარიაშვილი | მონპელიე [სფრ ტოპ 14] | 1990 | 28 | ლ სბ |
2 | ჯაბა ბრეგვაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1987 | 29 | ლ |
3 | დავით ზირაქაშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1983 | 50 | 9ლ [1 კაპ] 3სბ |
4 | კოტე მიქაუტაძე | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 36 | 2ლ 2სბ |
5 | გიორგი ნემსაძე | ტარბ [სფრ პრო დ2] | 1984 | 51 | 9ლ 3სბ |
6 | გიორგი თხილაიშვილი | ბათუმი [საქ] | 1991 | 21 | 2ლ სბ |
7 | ვიტო კოლელიშვილი | კლერმონ [სფრ ტოპ 14] | 1989 | 32 | 3ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ |
8 | მამუკა გორგოძე^კაპ | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1984 | 61 | 24ლ [4 კაპ] 4სბ |
მარქაფა [სათადარიგოები] | |||||
23 | მურაზ გიორგაძე | არმაზი [საქ] | 1994 | 7 | 2ლ |
22 | გიორგი ფრუიძე | ქუთაისის აია [საქ] | 1994 | 4 | : |
21 | გიორგი ბეგაძე | ბოლნისის ყოჩები [საქ] | 1986 | 36 | 2სბ |
16 | შალვა მამუკაშვილი | სეილ შარქს [ინგ პრემ] | 1990 | 31 | 3ლ |
17 | კახა ასიეშვილი | ბრივ [სფრ ტოპ 14] | 1987 | 12 | ლ |
18 | ლევან ჩილაჩავა | ტულონ [სფრ ტოპ 14] | 1991 | 24 | 3ლ |
19 | ლევან დათუნაშვილი | ორიაკ [სფრ პრო დ2] | 1983 | 71 | 3ლ [3 კაპ] 6სბ |
20 | შალვა სუთიაშვილი | მასი [სფრ პრო დ2] | 1984 | 49 | ლ [7 კაპ] 3სბ |
უფროსობა | |||||
| მილთონ ჰეიგ | მთავარი მწვრთნელი | [ზელ] |
|
|
| ილია მაისურაძე | მწვრთნელი |
|
|
|
| ილია ზედგინიძე | მწვრთნელი |
|
|
|
| ირაკლი მაჩხანელი | მწვრთნელი |
|
|
|
| მაიქლ ბრედლი | მწვრთნელი | [ირლ] |
|
|
| დიდიე ბეს | მწვრთნელი | [სფრ] |
|
|
| ვასილ აბაშიძე | მენეჯერი |
|
|
|
www.rugby.ge