ფეხბურთი

12:59 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეგლარიშვილის გამარჯვება, ებრალიძის ფრე, მაკარიძის გაძევება

ესტონეთის საფეხბურთო მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 29-ე ტურში, ტალინის “ფლორამ” თანაქალაქელ “კალიუს” სტუმრად 2:0 აჯობა. გამარჯვებულთა რიგებში შემტევმა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა სრულად ითამაშა. “ფლორა” ჩემპიონატს 66 ქულით ლიდერობს.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-7 ტურში, “ჟილ ვისენტემ” თავის მოედანზე “პორტიმონენსესთან” 2:2 ითამაშა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა ავთო ებრალიძემ მასპინძლებში ორი ტაიმი დაჰყო. “ჟილ ვისენტე” 9 ქულით 24 გუნდში მეთორმეტეა.

“ფეირენსემ”, რომელშიც გიორგი მაკარიძე გამოდის, თავის მოედანზე ლისაბონის “ორიენტალს” ვერ მოუგო – 2:2. ქართველი მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-3 წუთზე გააძევეს. მას წითელი ბარათი ბოლო იმედის ჯარიმისთვის აჩვენეს. “ფეირენსე” 6 ქულით მეოცეა.

ინგლისის ჩემპიონშიპის მე-7 ტურში, “ბრენტფორდმა” გასვლაზე “მიდლსბროსთან” 1:3 წააგო. სტუმართა შემადგენლობაში შემტევ ნახევარმცველა აკაკი გოგიას კვლავ არ უთამაშია. გერმანიის მოქალაქე ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია. “ბრენტფორდი” 5 ქულით 24 გუნდში 21-ეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113847