ჩემპიონთა ლიგის 2015-16 წლების სეზონი ლონდონის “არსენალმა” წარუმატებლად დაიწყო. არსენ ვენგერის გუნდში გასვლით მატჩში ზაგრების “დინამოსთან” დამარცხდა (2:1). მატჩის შემდეგ ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა თამაშის შესახებ ისაუბა.
“მატჩის დასაწყისში გოლის გატანის რეალური შანსები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ასევე უნდა ითქვას, რომ პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის ბოლოს ჟირუმ წითელი ბარათი მიიღო, ბურთის ფლობის უპირატესობა ჩვენს მხარეს იყო. “დინამო” კარგად იცავდა თავს.
ვფიქრობ ეს არ იყო “არსენალის” საუკეთესო თამაში, მაგრამ არც მსაჯობა იყო საუკეთესო. მსაჯობით უკმაყოფილო ვარ.
დარწმუნებული ვარ შეგვიძლია დარჩენილ ხუთ მატჩში წარმატებით ვითამაშოთ და ზედმეტი აღელვების გარეშე დავძლიოთ ჯგუფური ეტაპი ” – აღნიშნა ვენგერმა.
29 სექტემბერს “არსენალი” მეორე ტურის მატჩში პირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს.