სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

3:09 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სენსაცია ზაგრებში და ჩვეული ტერ შტეგენი (+VIDEO)

ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის პირველი ტური სრულად მიილია. მოქმედმა ჩემპიონმა “ბარსელონამ” ვერ მოიგო. სამაგიეროდ, დამაჯერებლად იმარჯვეს ლონდონის “ჩელსიმ” და მიუნხენის “ბაიერნმა”. ზაგრებში კი სენსაცია დაფიქსირდა.

E ჯგუფი

როგორც ჩანს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობს. ყოველშემთხვევაში გერმანელმა მეკარემ გოლი ისევ მოედნის ცენტრიდან გაუშვა. ალესანდრო ფლორენციმ დროულად შენიშნა, რომ “ბარას” კიპერი კარიდან გამოსული იყო და კარში ისე დაარტყა ბევრი არც უფიქრია – შედეგიც ჩინებული მიიღო. უცნაურია, რომ ტერ შტეგენი ბურთს თვალს არხეინად აყოლებდა და კარის ბადეშიც აუღელვებლად გაატარა... ეს გოლი კი მის გუნდს ორი ქულის დაკარგვად დაუჯდა. მანამდე, ლუის სუარესმა ივან რაკიტიჩის ჩინებული გადაცემა გამოიყენა. ამ ეპიზოდში ლიონელ მესის მხრიდან მასპინძლები თამაშის წესის დარღვევის დაფიქსირებას ითხოვდნენ, თუმცა ამაოდ. საბოლოოდ, შეხვედრის შედეგი სრულად ასახვად იმას, რაც რომის ოლიმპიურ სტადიონზე ხდებოდა.

ჯგუფის ლიდერი კი საწყისი ტურის შემდეგ ლევერკუზენის “ბაიერია”. “ფარმაცევტებმა” ბორისოვის “ბატე” შინ იოლად დაამარცხეს. პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს, აი, მეორე ნახევარში კი გერმანულმა გუნდმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და სამჯერ გაუტანა. დუბლით გამოირჩა ჰაქან ჩალჰანოღლუ, ხოლო ლიგაზე ახალი გუნდის რიგებში სადებიუტო გოლი ხავიერ ერნანდესმაც გაიტანა.

“რომა” – “ბარსელონა” 1:1 (1:1) (VIDEO)

რომი, “ოლიმპიკო”

მაყურებელი: 57 836

“რომა” (4-3-3): შჩესნი (დე სანკტისი 50); ფლორენცი (ტოროსიდისი 85), რუდიჯერი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი, დე როსი, კეიტა; სალაჰი, ჯეკო, იაგო ფალკე (იტურბე 81)

მწვრთნელი: რუდი გარსია

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, მატიე, ალბა; რაკიტიჩი (რაფინია 61, მასკერანო 65), ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლები: 0:1 სუარესი (21), 1:1 ფლორენცი (31)

გაფრთხილება: ნაინგოლანი (63) – პიკე (75)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 18 (6) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 1:7 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

“ლევერკუზენი” – “ბატე” 4:1 (1:1) (VIDEO)

ლევერკუზენი, “ბაი არენა”

მაყურებელი: 24 280

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰილბერტი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; ბენდერი (კრამერი 44), ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 78); მეჰმედი, ბელარაბი, კამპლი; ჩიჩარიტო (კისლინგი (72)

მწვრთნელი: როჯერ შმიტდი

“ბატე” (4-2-3-1): ჩერნიკი; პოლიაკოვი, მილუნოვიჩი, დუბრა, მლადენოვიჩი; ალექსევიჩი, სტასევიჩი; ბაგა (კარნიცკი 60), გორდეჩუკი (მ. ვოლოდკო 78), გლები (ა. ვოლოდკო 30); სიგნევიჩი

მწვრთნელი: ალექსანდრ იერმაკოვიჩი

გოლები: 1:0 მეჰმედი (4), 1:1 მილუნოვიჩი (13), 2:1 ჩალჰანოღლუ (47), 3:1 ჩიჩარიტო (59), 4:1 ჩალჰანოღლუ (75, პენ)

გაფრთხილება: პაპადოპულოსი (41) – ბაგა (45), მლადენოვიჩი (75), სიგნევიჩი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (9) – 2 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 3:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია)

F ჯგუფი

ლონდონის “არსენალი” ზაგრებში ჩავიდა და ადგილობრივ “დინამოსთან” დამარცხდა. ხორვატებმა მრისხანე მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდეს და შეიძლება ითქვას, დამსახურებულადაც მოიგეს. “მეთოფეები” პირველი ტაიმის მიწურულიდან მოყოლებული კაცნაკლულნი თამაშობდნენ – 40 წუთში ორჯერ გაფრთხილება ოლივიე ჟირუმ მოასწრო. ტეო უოლკოტის გოლი კი არსენ ვენგერის გუნდისთვის ერთობ დაგვიანებული აღმოჩნდა.

“არსენალისგან” განსხვავებით დაგეგმილი სამი ქულა აიღო მიუნხენის “ბაიერნმა”. “რეკორდმაისტერმა” ათენში “ოლიმპიაკოსს” სამჯერ გაუტანა. მასპინძლებმა საწყის 45 წუთი გაძლეს, მაგრამ მეორე ნახევარში ვეღარ. დუბლით გამოირჩა ტომას მიულერი, რომელიც ჩინებულ სეზონს ატარებს, ერთიც შეცვლაზე შესულმა მარიო გიოტცემ გაიტანა.

“დინამო” (ზაგრები) – “არსენალი” 2:1 (1:0) (VIDEO)

ზაგრები, “მაქსიმირი”

მაყურებელი: 15 000

“დინამო” (4-3-1-2): ედუარდო; ტარაველი, პინტო, სიგალი, პივარიჩი; ანტონიჩი (როგი 82), მაჩადო, ადემი; პიაცა (ბენკოვიჩი (88); სუდანი, ფერნანდესი (კორიჩი 74)

მწვრთნელი: ზორან მამიჩი

“არსენალი” (4-2-3-1): ოსპინა; დებუში, გაბრიელი, კოშელნი, გიბსი (კემპბელი 65); არტეტა (კოკელნი 64), კასორლა; ოქსლეიდ-ჩემბერლენი (უოლკოტი 64), იოზილი, სანჩესი; ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

გოლები: 1:0 პივარიჩი (24), 2:0 ფერნანდესი (58), 2:1 უოლკოტი (79)

გაფრთხილება: ანტონიჩი (47), პინტო (65), როგი (90) – ჟირუ (23, 40), კემპბელი (87)

გაძევება: ჟირუ (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (4) – 12 (5) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

“ოლიპმპიაკოსი” – “ბაიერნი” 0:3 (0:0) (VIDEO)

ათენი, “კარაისკაკისი”

მაყურებელი: 31 688

“ოლიმპიაკოსი” (4-3-1-2): რობერტო; და კოსტა, ელაბდელაუ, სიოვასი, მასუაკულ კასამი, კამბიასო (ფორტუნისი 66), სალინო; დომინგესი (ერნანი 61); პარდო (სება 81), იდიე-ბრაუნი

მწვრთნელი: მარკო სილვა

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; ლამი, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი; ტიაგო ალკანტარა, ალონსო (კიმიჩი 76), ვიდალი (გიოტცე 79); კოშტა, ლევანდოვსკი (კომანი 59), მიულერი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 მიულერი (52), 0:2 გიოტცე (89), 0:3 მიულერი (90, პენ)

გაფრთხილება: კასამი (5), კამბიასო (23), ელაბდელაუ (25) – მიულერი (45), კიმიჩი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (5) – 19 (8) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 4:3 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)

G ჯგუფი

ინგლისის პრემიერლიგაში საშინლად მოთამაშე “ჩელსიმ” ლიგაზე რიხით დაიწყო. ლონდონელები მე-15 წუთზე ვილიანმა დააწინაურა, მანამდე კი ედენ აზარმა პენალტის გაცუდებაც მოასწრო. ამის შემდეგ “არისტოკრატებმა” კიდევ სამჯერ იხეირეს. თელ ავივის “მაკაბი” ჟოზე მოურინიოს გუნდის საზომად ნამდვილად ვერ გამოდგება და მხოლოდ მომავალი დაგვანახებს დაძლია თუ არა ლონდონურმა გუნდმა კრიზისი.

ჯგუფის მეორე მატჩი საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. კიევში, ჯერ “დინამო” ოლეგ გუსევის გოლით იგებდა, შემდეგ “პორტუმ” ვინსენ აბუბაკარის დუბლით დაწინაურება მოახერხა, მაგრამ უკრაინელებმა მეტოქეს გამარჯვება ბოლო წუთზე ცხვირწინ ააცალეს.

“ჩელსი” – “მაკაბი” 4:0 (2:0) (VIDEO)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

მაყურებელი: 40 684

“ჩელსი” (4-2-3-1): ბეგოვიჩი; ასპილიკუეტა, ზუმა, კეჰილი, ბაბა; ფაბრეგასი, ოსკარი (რამირესი 65); ლოფტუს-ჩეკი (ტრაორე 77), აზარი, ვილიანი (დიეგო კოშტა 23); რემი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

“მაკაბი” (4-1-4-1): რაიკოვიჩი; შპუნგინი (პერეტცი 71), ტიბი, ბენ ჰაიმი, ჰარუში; ალბერმანი; ბენ ჰაიმი (მიჩა 64), რიკანი (რადონიჩი 64), მიტროვიჩი; იგიებორი; ზაჰავი

მწვრთნელი: სლავისა იოკანოვიჩი

გოლები: 1:0 ვილიანი (15), 2:0 ოსკარი (45, პენ), 3:0 დიეგო კოშტა (59), 4:0 ფაბრეგასი (79)

გაფრთხილება: ლოფტუს-ჩეკი (2) – რაიკოვიჩი (5), იგიებორი (33), ბენ ჰაიმი (45)

გამოუყენებელი პენალტი: აზარი (5)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (5) – 7 (1) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 8:2 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: ფელიქს ზვაიერი (გერმანია)

“დინამო” (კიევი) – “პორტუ” 2:2 (1:1) (VIDEO)

კიევი, “ოლიმპიური სტადიონი”

მაყურებელი: 52 369

“დინამო” (4-2-3-1): რიბკა; დანილო,, ანტუნეში, ხაჩერიდი, დრაგოვიჩი; ველოზუ (კრავეტსი 86), რიბალკა; გარმაში, გუსევი (ბუიალსკი 67), გონსალესი (ბელჰანდა 70); მორაეში

მწვრთნელი: სერგეი რებროვი

“პორტუ” (4-4-2): კასილიასი; მ. პერეირა, მარტინს ინდი, მაიკონი, ლაიუნი; ნევეში, ერერა (ტელო 65), ანდრე ანდრე, დ. პერეირა; ბრაჰიმი (კორონა 78), აბუბაკარი (ოსვალდო 90)

მწვრთნელი: იულენ ლოპეტეგი

გოლები: 1:0 გუსევი (20), 1:1 აბუბაკარი (23), 1:2 აბუბაკარი (81), 2:2 ბუიალსკი (89)

გაფრთხილება: გუსევი (46), რიბალკა (58) – მაიკონი (17), მ. პერეირა (40), აბუბაკარი (48), დ. პერეირა (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 7 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:2 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

H ჯგუფი

ჩემპიონთა ლიგას წარუმატებლად დაუბრუნდა ესპანური “ვალენსია”. “ღამურებმა” “ზენიტის” ბრაზილიელ ლიდერ ჰალკს ვერაფერი მოუხერხეს. სამხრეთამერიკელმა პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა. მართალია, ვალენსიელებმა ორივე გოლი 73-ე წუთისთვის გაქვითეს, მაგრამ მალევე აქსელ ვიტსელმა რუსებს სამი ქულა მოუტანა.

ბელგიური “გენტისა” და ფრანგული “ლიონის” მატჩში კი მეტოქეებმა ერთმანეთი თითოჯერ დაამწუხრეს. და მაინც, ფრანგებს მოგება შეეძლოთ – ალექსანდრ ლაკაზეტს 88-ე წუთზე პენალტი რომ გაეტანა. “გენტის” მოპოვებული ქულა მათ აქტივში უნდა შევიტანოთ, რადგან ბელგიელებმა შეხვედრა 9 კაცით ჩაამთავრეს.

“გენტი” – “ლიონი” 1:1 (0:0) (VIDEO)

გენტი, “გელამკო არენა”

მაყურებელი: 20 000

“გენტი” (3-4-1-2): სელსი; მიტროვიჩი, ასარე, ნილსენი; კუმსი, ნეტო, დეიაგერე, ფოკეტი; მილიჩევიჩი (მატონი 82); დეპუატრე, სიმონი (რამანი 69, რაფინია 90)

მწვრთნელი: ჰეინ ვანჰაეზებრუკი

“ლიონი” (4-3-1-2): ლოპესი; რაფაელი (ჟალე 46), იანგა-მბივა, უმიტი, მორელი; ტოლისო, ფერი (მალბრანკი 81), გონალონსი; ვალბუენა; ბიავუ (კიატენგვა 69), ლაკაზეტი

მწვრთნელი: ჰუბერ ფურნიე

გოლები: 0:1 ჟალე (58), 1:1 მილიჩევიჩი (68)

გაფრთხილება: დეპუატრე (71) – ფერი (11), უმიტი (71), მალბრანკი (90)

გაძევება: დეიაგერე (41), ფოკეტი (87)

გამოუყენებელი პენალტი: ლაკაზეტი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 17 (5) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

“ვალენსია” – “ზენიტი” 2:3 (0:2) (VIDEO)

ვალენსია, “მესტალია”

მაყურებელი: 28 005

“ვალენსია” (4-3-3): ხაიმე; კანსელო, მუსტაფი, აბდენური, გაია; პარეხო, პერესი, ფუეგო (ალკასერი 46); ფეგული (როდრიგო 71), ნეგრედო, პიატი (გომესი 46)

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ

“ზენიტი” (5-3-2): ლოდიგინი; ანიუკოვი (ნეტო 77), ლომბერტსი, სმოლნკოვი (შატოვი 69), გარაი, კრიშიტო; ხავი გარსია, ვიტსელი, დანი; ჰალკი, ძიუბა (ფაიზულინი 59)

მწვრთნელი: ანდრე ვილაშ-ბოაში

გოლები: 0:1 ჰალკი (9), 0:2 ჰალკი (45), 1:2 კანსელო (55), 2:2 გომესი (73), 2:3 ვიტსელი (76)

გაფრთხილება: ალკასერი (53), მუსტაფი (90), გომესი (90) – სმოლინკოვი (16), ვიტსელი (61), ჰალკი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (4) – 7 (5) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 12:2 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.291229