ქალთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფო შაფათავამ ბულგარულ დობრიჩში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო.
მე-7 ნომრად განთესილმა შაფათავამ პირველ რაუნდში რუსი ვიკტორია კამენსკაია 6:2, 1:6, 6:2 დაამარცხა და მერვედფინალში ბულგარელ ისაბელა შინიკოვასთან პაექრობა ელის.
წყვილთა ტურნირში შაფათავას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას პირველი რეიტინგი გააჩნიათ და საწყის შეხვედრაში “უაილდ ქარდის” მქონე ბულგარელები (დიანიკოვა-რადკოვა) 6:0, 6:0 გაანადგურეს.
მეოთხედფინალში ქართულ-უკრაინული დუეტი ძალებს რუმინულ-ბულგარულ წყვილთან (ნეგრეანუ-ტომოვა) მოსინჯავს.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შაფათავამ ბულგარეთშივე სოფიას 25-ათასიან ტურნირზე ითამაშა და წყვილებში იმავე ვასილიევასთან ერთად პირველობა არავის დაუთმო, ერთეულებში კი ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ანა ბოგდანთან (რუმინეთი) წააგო.