კალათბურთი

22:31 | 16.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთი ნახევარფინალშია

ევრობასკეტ-2015-ის მეოთხედფინალში სერბეთის ნაკრებმა ჩეხეთი 89:75 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ჩეხები სერბებს პირველი სამი პერიოდი მეტნაკლებად წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდში ბალკანელებმა 22:12 იმარჯვეს. მატჩში ყველაზე მეტი 23 ქულა ჩეხეთის ცენტრმა იან ვესელიმ ჩააგდო. სერბეთში გამორჩეული იყო გუნდის გამტამაშებელი მილოს ტეოდოსიჩი, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა 12 ქულა და 14 პასი.

ნახევარფინალში სერბეთი იტალია-ლიტვის გამარჯვებულს შეხვდება.

ჩეხეთი – სერბეთი 75:89 (21:21, 21:24, 21:22, 12:22)

ჩეხეთი: ვესელი (23 ქ. 10 მ.), სატორანსკი (20 ქ. 4 მ. 4 პ.), შილბი (11 ქ.), ჰუსკა (5 ქ.), პუმპრლა (5 ქ.), ველში (4 ქ.), ბენდა (2 ქ.)

სერბეთი: ერცეგი (20 ქ.), რადულიცა (16 ქ. 5 მ.), ბიელიცა (14 ქ. 10 მ.), მარკოვიჩი (11 ქ.), ტეოდოსიჩი (12 ქ. 14 პ.), ნედოვიჩი (8 ქ.), ბოგდანოვიჩი (6 ქ.), კალინიჩი (2 ქ.)

0.110458