ფეხბურთი

22:09 | 16.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"კოლხეთმა" შანსი შეინარჩუნა

საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშების პირველი მერვედფინალური მატჩები გაიმართა.

“დინამო თბილისმა” შინ მინიმალური სხვაობით დაამარცხა ფოთის “კოლხეთი”, ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ალექსანდრე იაშვილის პასით ჯამბულ ჯიღაურმა გაიტანა.

გოლის პიზოდში კარგად ჩანს ძალიან დაბალი ტემპით განვითარებული შეტევა. ასე მიმდინარეობა თითქმის მთელი მატჩი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ფიზიკური მომზადების კუთხით ქართული კლუბებს სერიოზული პრობლემები აქვთ.

სტუმრები გადადიონენ მოედნის მეორე მხარეს, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე თითქმის არ მისულა. პირველ ტაიმში “დინამო” კურიოზული გოლისგან ბრაზილიელმა რენე ფერეირამ იხსნა.

ზაზა ინაშვილის გუნდმა პროგრამა-მინიმუმს მიაღწია, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი კლუბის ვინაობა ფოთში გაირკვევა.

პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა “ზუგდიდმა”, რომელმაც გორში “დილა” დაამარცხა. პირველი ტაიმი ბულიას გოლით მასპინძლებმა მოიგეს, მეორე ტაიმის დასაწყისში მოდებაძემ გაათანაბრა, 90-ე წუთზე კი თუთბერიძემ გამარჯვების გოლი გაუტანა უმაღლესი ლიგის მოქმედ ჩემპიონებს.

ასევე სტუმრად მოიგო “ჩიხურამ”, სოსო ფრუიძის მოთამაშეებმა უმაღლეს ლიგაში აღზევებულ “საპოვნელას” ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი ტაიმი სარდალიშვილის, მეორე ტაიმი კი ჭანკოტაძის გოლით მოიგეს.

“სიონმა” მიქაბერიძისა და მანჯგალაძის გოლებით სტუმრად “გურია” დაამარცხა. სავარაუდოდ შემდეგ ეტაპზე “სიონი” ითამაშებს.

პირველ ლიგელთაგან მხოლოდ “ვიტ ჯორჯიამ” მოიგო. კახაბრიშვილის, ხაბელაშვილისა და ლებანიძის გოლებით “მცხეთა პარკზე” აჭარლები დაამარცხეს და საპასუხო მატჩისადმი ინტერესი გაზარდეს.

თენგიზ კობიაშვილის მწვრთნელობისას “ვიტ ჯორჯიას” დუბლები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ, ამჟამად კი ყოფილი ფეხბურთელი ძირითად გუნდში აგრძელებს წარმატებულ მუშაობას.

“შუქურამ” “ცხინვალი” დაამარცხა. გამარჯვებულის ვინაობა მეორე ტაიმში გაირკვა. 13 წუთიან მონაკვეთში გუგუჩიამ და ჩალაძემ “შუქურას” ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვეს.

სამბურთიანი უპირატესობით მხოლოდ “სამტრედიამ” მოიგო. ცეცაძის გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა მეოთხედფინალისკენ, მალხაზ ჟვანიას გუნდი კი სავარაუდოდ ჩამოშორდება დავით ყიფიანის თასის გათამაშებას.

საპასუხო მატჩები 27 სექტემბერს გაიმართება.

დინამო თბილისი – ფოთის კოლხეთი 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჯიღაური (39)

ჭიათურა – ქუთაისის ტორპედო 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 კირკიტაძე (73)

დილა – ზუგდიდი 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ბულია (32), 1:1 მოდებაძე (58), 1:2 თუთბერიძე (90)

გურია – სიონი 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მიქაბერიძე (15), 0:2 მანჯგალაძე (90)

სამტრედია – ლიახვი 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 შერგელაშვილი (29), 2:0 რაჟამაშვილი (47), 3:0 მარკოზაშვილი (90+3)

საპოვნელა – ჩიხურა 0:2

გოლები: 0:1 სარდალიშვილი (21), 0:2 ჭანკოტაძე (89)

შუქურა – ცხინვალი 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ლექვთაძე (2), 1:1 ჩალაძე (25), 2:1 გუგუჩია (60), 3:1 ჩელებაძე (73)

ვიტ ჯორჯია – ბათუმის დინამო 3:2 (1:1)

გოლები: 0:1 თევდორაძე (10), 1:1 კახაბრიშვილი (13), 2:1 ხაბელაშვილი (57), 3:1 ლებანიძე (63), 3:1 ალბერტო (78)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131673