ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “მანჩესტერ სიტი” მისსავე მოედანზე მარიო მანჯუკიჩისა და ალვარო მორატას გოლებით დაამარცხა – 2:1.
აღნიშნული გამარჯვებით “ბებერმა ქალბატონმა” მისთვის ერთობ უსიამოვნო სერია შეწყვიტა: საქმე ისაა, რომ “იუვეს” ინგლისში ბოლოს 19 წლის წინ, 1996 წლის 20 ნოემბერს მოეგო, როცა მეორე მანჩესტერული კლუბი “იუნაიტედი” ალესანდრო დელ პიეროს გოლის წყალობით დაამარცხა (1:0).
მას შემდეგ კი ტურინელებმა ინგლისში 12-ჯერ ითამაშეს, რომელთაგანაც და 7-ჯერ დამარცხდნენ (“ნიუკასლთან”, "არსენალთან", "მანჩესტერთან", “ლივერპულთან”, “არსენალთან”. "ჩელსისთან" და "ფულჰემთან").