ფეხბურთი

19:23 | 16.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიუფი: “ჯერარდი რასისტია”

ინგლისური “ლივერპულის” ყოფილმა თავდამსხმელმა ელ ჰაჯი დიუფმა ვეტერანი ფეხბურთელი სტივენ ჯერარდი რასიზმში დაადანაშაულა. სენეგალელი ფეხბურთელის თქმით, “ლივერპული” ის გუნდია, სადაც ფერადკანიან ფეხბურთელებს ცუდად ექცევიან, განსაკუთრებით კი უცხოელებს.

“ლივერპული” ის გუნდია, რომელშიც ფერადკანიანებს პატივს არ სცემენ თუ ის ინგლისელი არაა. ამის ნათელი მაგალითია ის, რაც მარიო ბალოტელის შეემთხვა.

ყველამ იცის, რომ სტივენ ჯერარდს ფერადკანიანები არ უყვარს. იგი რასისიტია, რომელიც ჩემს კარიერაში შემხვედრია”, - თქვა დიუფმა.

აღსანიშნავია, რომ დიუფი და ჯერარდი 2002-2003 წლების სეზონში თანაგუნდელები იყვნენ.

0.11342