ფეხბურთი

9:53 | 16.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ბენიტესი: “გაიგეთ, რონალდუ საუკეთესოა”!
ლუის ენრიკე: “მესი ფეხბურთის ისტორიაში უძლიერესი მოთამაშეა”

დონეცკის “შახტართან” 4:0 მოგებული საჩემპიონთალიგო შეხვედრის შემდეგ რაფა ბენიტესმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მეტოქე შეაქო, AS-ის კორესპონდენტის მიერ დასმულ კითხვას კი არაორაზროვნად უპასუხა, რომ კრიშტიანუ რონალდუ სადღეისოდ პლანეტის საუკეთესო მოთამაშეა:

“მოწინააღმდეგემ ბევრი თავსატეხი გაგვიჩინა, ბურთსაც კარგად ამუშავებდა და დაცვაშიც არ გამოიყურებოდა ურიგოდ. “შახტარს” კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ “რეალის” შემადგენლობაში უკეთესი მოთამაშეები ირიცხებიან. განსაკუთრებით კრიშტიანუ რონალდუ მსურს გამოვარჩიო. გაიგეთ, პორტუგალიელი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა და გთხოვთ, ამ კითხვით მეტჯერ აღარ მომმართოთ. კრიშტიანუს ასპარეზობა და საქმისადმი მიდგომა ყველასთვის სამაგალითოა. მიკვირს, ჟურნალისტები უფრო მეტად რატომ ამახვილებენ ყურადღებას რონალდუს არასაფეხბურთო საქმეებზე, ვიდრე უშუალოდ მის თამაშზე”.

რაფა ბენიტესის პრესკონფერენცია უპასუხოდ არ დაუტოვებია კატალონიის “ბარსელონას” თავკაც ლუის ენრიკეს. კამპ ნოუელთა თავკაცმა Marca-ს ოპერატიულად შემდეგი განუცხადა: “ლეო მესი არამარტო თანამედროვეობის, ყველა დროის უძლიერესი ფეხბურთელია. სხვა ნებისმიერ მოთამაშეს მესისთან შედარების ღირსადაც არ ვთვლი”.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160773