უეფას ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების სეზონმა სტარტი აიღო. პირველი სათამაშო დღე მასპინძელთა დომინირებით აღინიშნა – რვიდან ექვს მატჩში სწორედ მათ იმარჯვეს.
A ჯგუფი
ამ ქვეჯგუფს ორი გამოკვეთილი ფაოვორიტ ჰყავს, რაც პირველივე ტურში დადასტურდა. პსჟ-მ და “რეალმა” მეტოქეებს ადვილად აჯობეს. საფრანგეთის ჩემპიონმა “მალმეს” ანხელ დი მარიასა და ედინსონ კავანის თითო ტაიმში გატანილი თითო გოლით მოუგო.
მადრიდის “რეალმა” კი დონეცკის “შახტარი” გაანადგურა. ამჯერად ხუთი ვერ, მაგრამ სამი გოლი გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მეორე ნახევარში დალაშქრა უკრაინელთა კარი. მანამდე ანგარიშის გახსნა ქარიმ ბენზემასაც მოესწრო და “სამეფო კლუბმა” დამაჯერებელი სტარტის აღება მოახერხა.
პსჟ – “მალმე” 2:0 (1:0) (VIDEO)
პარიზი, “პარკ დე პრენსი”
მაყურებელი: 49 000
პსჟ (4-3-3): ტრაპი; ვან დერ ვილი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი; ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი; დი მარია, იბრაჰიმოვიჩი, კავანი
მწვრთნელი: ლორან ბლანი
“მალმე” (5-3-2): ვილანდი; ტინერჰოლმი, არნასონი, ბენგსტონი, კარვალიო, იუტუნი; ადუ, ბერგეტი, ლევიცკი; ჯურჯიჩი, როზენბერგი
მწვრთნელი: ააგე ჰარეიდე
გოლები: 1:0 დი მარია (4), 2:0 კავანი (61)
გაფრთხილება: ვერატი (66), დავიდ ლუიზი (71) – ადუ (57), ბენგსტონი (64)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (10) – 4 (1) ბურთის ფლობა: 69%-31% კუთხურები: 12:2 თამაშგარე: 10:1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანხელ დი მარია
მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
“რეალი” – “შახტარი” 4:0 (1:0) (VIDEO)
მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”
მაყურებელი: 60 000
“რეალი” (4-2-3-1): ნავასი; კარვახალი, რამოსი (ნაჩო 59), ვარანი (პეპე 46), მარსელო; კროოსი, მოდრიჩი; ბეილი (კოვაჩიჩი 31), ისკო, რონალდუ; მენზემა
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; სრნა, კუჩერი, რაკიცკი, აზევედო; სტეპანენკო, ფრედი; მარლოსი (კოვალენკო 74), ალექს ტეიშეირა, ტაისონი (მალიშევი 67); გლადკი (ბერნარდი 82)
მწვრთნელი: მირჩა ლუჩესკუ
გოლები: 1:0 ბენზემა (30), 2:0 რონალდუ (55, პენ), 3:0 რონალდუ (63, პენ), 4:0 რონალდუ (81)
გაფრთხილება: სტეპანენკო (32, 50), სრნა (54), კუჩერი (75), მალიშევი (80)
გაძევება: სტეპანენკო (50)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (9) – 5 (1) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 1:2
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანუ რონალდუ
მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია)
B ჯგუფი
ჩემპიონთა ლიგას წარუმატებლად დაუბრუნდა “მანჩესტერ იუნაიტედი”. სამაგიეროდ, წარმატებით დაბრუნდა მისი მეტოქე პსვ ეინდჰოვენი. “ფილიპს არენაზე” მემფის დეპაიმ ტაიმის მიწურუს ყოფილ გუნდს გაუტანა და გოლიც დაპირებისამებრ აღნიშნა. თუმცა ინგლისელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა – ოთხ წუთში ექტორ მორენომ დეპაის გოლი გაქვითა. მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა საერთოდ სამი ქულის მომტანი გოლი შეაგდეს: თავი თავდამსმხელმა ნარსინგმა გამოიჩინა.
ჯგუფის მეორე მატჩშიც მასპინძელნმა მოიგო. გერმანულ “ვოლფსბურგს” ახლაწვეული იულიან დრაქსლერის ტაიმის ბოლოს გატანილი გოლი მოსკოვის ცსკას დასამარცხებლად სრულად ეყო.
“ვოლფსბურგი” – ცსკა 1:0 (1:0) (VIDEO)
ვოლფსბურგი, “ვოლსვაგენ არენა”
მაყურებელი: 20 126
“ვოლფსბურგი” (4-1-4-1): ბენალიო; როდრიგესი, ნალდო, დანტე, ტრეში; კალიჯური (გუილავოჯი 85); დრაქსლერი, ლუის გუსტავო, კრუსე, შურლე (არნოლდი 76); დოსტი (ბენტნერი 46)
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
ცსკა (4-2-3-1): აკინვეეფი; ფერნანდესი, იგნაშევიჩი, ვ. ბერეზუცკი, შენიკოვი; ვერნბლუმი, ერემენკო; ტოშიჩი (მილანოვი 78), ძაგოევი; ნათხო (დუმბია 65); მუსა
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი
გოლი: 1:0 დრაქლსერი (40)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 2:1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იულიან დრაქსლერი
მსაჯი: სვენ ოდვერ მოენი (ნორვეგია)
პსვ – “მანჩესერ იუნაიტედი” 2:1 (1:1) (VIDEO)
ეინდჰოვენი, “ფილიპს არენა”
მაყურებელი: 35 000
პსვ (4-3-3): ზოეტი; არიასი, მორენო, ბრუმა, ბრენეტი; ჰენდრიქსი, პროპერი, გუარდადო (შაარსი 72); ნარსინგი, დე იონგი, ლესტიენი (ლოკადია 86)
მწვრთნელი: ფილიპ კოკუ
“მანჩესტერ იუნაიტედი” (4-2-3-1): დე ხეა; დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, შოუ (როხო 24); შვაინშტაიგერი, ერერა (ფელაინი 75); იანგი (ვალენსია 86), მატა, დეპაი; მარტიალი
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
გოლები: 0:1 დეპაი (41), 1:1 მორენო (45), 2:1 ნარსინგი (57)
გაფრთხილება: არიასი (55), მორენო (60), ბრუმა (71) – სმოლინგი (67)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 17 (5) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 3:9 თამაშგარე: 3:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ექტორ მორენო
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
C ჯგუფი
ერთნაირი ანაგრიშები დაფიქსრიდა C ჯგუფში, ოღონდ ერთგან სტუმარმა იმძლავრა, მეორეგან – მასპინძელმა. ახალ სეზონში პირველი დუბლი მადრის “ატლეტიკოელმა” ანტუან გრიზმანმა გაიფორმა, ვინაც “გალათასარაის” პირველივე ტაიმში გაუტანა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და დიეგო სიმეონეს გუნდმაც აქტივში პირველი ქულები ჩაიწერა.
ლისაბონში კი ყაზახურ ფეხბურთს საჩემპიონთა ლიგო დებიუტი ჰქონდა. “ასტანამ” გამოცდილ მეტოქესთან პირველი 45 წუთი გაძლო და გოლი არ გაუშვა, თუმცა მეორე ტაიმში კლასმა თავისი გააკეთა – ნიკოლას გაიტანმა და ბერძენმა მიტროღლუმ “ბენფიკას” დამაჯერებელი გამარჯვება მოუტანეს.
“გალათასარაი” – “ატლეტიკო” 0:2 (0:2) (VIDEO)
სტამბული, “ალი სამი ენი”
მაყურებელი: 41 500
“გალათასარაი” (4-5-1): მუსლერა; საბრი (ოზტეკინი 46), კაია, ქეროლი, ბალტა; დინაერი, ჩოლაკი (ბულუტი 32), ინანი, სნეიდერი, პოდოლსკი (სინანი 71); ილმაზი
მწვრთნელი: ჰამზა ჰამზაოღლუ
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, სიკეირა; საულ ნიგეზი (ო. ტორესი 80), გრიზმანი, ტიაგო, კოკე; მარტინესი (ფ. ტორესი 60), ვიეტო (გაბი 62)
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 0:1 გრიზმანი (18), 0:2 გრიზმანი (25)
გაფრთხილება: ილმაზი (64), ოზტეკინი (73) – გაბი (65)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (3) – 15 (8) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 1:0
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი
მსაჯი: სჟიმონ მარხინიაკი (პოლონეთი)
“ბენფიკა” – “ასტანა” 2:0 (0:0) (VIDEO)
ლისაბონი, “და ლუჟი”
მაყურებელი: 35 000
“ბენფიკა” (4-1-3-2): ჟულიო სეზარი; სემედო; ლუიზაო, ჟარდელი, ელიზეუ; სამარისი; გუედესი, გაიტანი, ტალისკა; მიტროღლუ, ხონასი
მწვრთნელი: რუი ვიტორია
“ასტანა” (4-4-2): ერიკი; ილიჩი, ანიჩიჩი, პოსტნიკოვი, შომკო; მაქსიმოვიჩი, ჟუკოვი, კეტემოავა, ცანაში; ჯოლჩიევი, კაბანაგა
მწვრთნელი: სტანიმირ სტოილოვი
გოლები: 1:0 გაიტანი (51), მიტროღლუ (62)
გაფრთხილება: სამარისი (40), გედეში (45), ჟარდელი (83) – ანიჩიჩი (21), ჯოლჩიევი (24), ჟუკოვი (78)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 14 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 2:1 თამაშგარე: 0:5
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ნიკოლას გაიტანი
მსაჯი: ტასოს სიდრპულოსი (საბერძნეთი)
D ჯგუფი
პირველი სათამაშო დღის უდაოდ გამორჩეული მატჩი კი მანჩესტერში გაიმართა, სადაც პრემიერლიგის ლიდერი “სიტი” იტალიის სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერ “იუვენტუსს” დაუხვდა. “იუვემ” კიდევ ერთხელ დაამკტიცა, რომ მიმდინარე სეზონში მისი ჩამოწერა ნაადრევია და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ისევ შეუძლია. პირველმა ტაიმმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა – სტერლინგს ჯიჯი ბუფინმა არ გაატანია, ხოლო პოლ პოგბას გოლი მსაჯმა გააუქმა (მორატაზე თამაშგარის გამო).
მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როცა კუთხურის დროს ვინსენ კომპანი ჯოჯრო კიელინის ჩამოეკიდა და იტალიელს საკუთარ კარში გაატანინა, მაგრამ დავირ სკომინას ეპიზოდი გამოეპარა და “ქალაქელებიც” დაწინაურდნენ. სულ მალე მანუელ პელეგრინის გუნდს ანგარიშის გაორებაც შეეძლო, თუმცა ბუფონმა ერთ მომენტში ორი რთული ბურთი აიღო და კვლავაც დაგვარწმუნა, რომ მასზე ასაკი არ მოქმედებს.
ეს იყო და, იტალიელებმაც დაიწყეს თამაში. პოგბას დიდებული პასი მარიო მანჯუკიჩმა დიდოსტაურად დააგვირგვინა, ხოლო შემდეგ ალვარო მორატამ საჯარიმოს გარედან მოჭრილი დარტყმით ჯო ჰარტს შანსი არ დაუტოვა.
ჯგუფის მეორე მატჩში კი “სევილიამ” “გლადბახს” 3:0 აჯობა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 19 წუთიან ინტერვალში გერმანელებმა საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები სამჯერ დაარღვიეს – პირველი კევინ გამეირომ გაიტანა, მეორე ვეღარ, ხოლო მესამედ ბურთთან ევერ ბანეგა მივიდა და არ შემცდარა. მატჩს წერტილი კი ევგენი კონოპლიანკამ დაუსვა.
“მანჩესტერ სიტი” – “იუვენტუსი” 1:2 (0:0) (VIDEO)
მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”
მაყურებელი: 50 363
“სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; სანია, კომპანი (ოტამენდი 75), მანგალა, კოლაროვი; ტურე, ფერნადინიო; სტერლინგი (დე ბრუინე 71), სილვა, ნასრი (აგუერო 84); ბონი
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
“იუვენტუსი” (4-3-3): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; სტურარო, ერნანესი, პოგბა; კუადრადო, მანჯუკიჩი (დიბალა 78), მორატა (ბარძალი 85)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 კიელინი (57, ა.გ), 1:1 მანჯუკიჩი (70), 1:2 მორატა (81)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 10 (3) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 0:3
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ალვარო მორატა
მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)
“სევილია” – “გლადბახი” 3:0 (0:0) (VIDEO)
სევილია, “სანჩეს პისხუანი”
მაყურებელი: 40 000
“სევილია” (4-2-3-1): რიკო; კოკე, კოლოზიეჩჟაკი, ანდრეოლი, ტრემოლინასი; კრიხოვიაკი, ნ’ზონზი; რეიესი (კონოპლიანკა 83), ბანეგა (კრონ-დელი 76), ვიტოლო; გამეირო (იმობილე 71)
მწვრთნელი: უნაი ემერი
“გლადბახი” (4-2-3-1): სომერი; კორბი, ბროუერსი, იანტჩკე, ვენდტი; ნორდვეიტი, სტინდი; ტრაორე, ჰანი (შულცი 73), სტინდლი (დაუდი 67), აზარი; რაფაელი (დრმიჩი 83)
მწვრთნელი: ლუსეინ ფავრი
გოლები: 1:0 გამეირო (47, პენ), 2:0 ბანეგა (66, პენ), 3:0 კონოპლიანკა (84)
გამოუყენებელი პენალტი: გამეირო (50)
გაფრთხილება: რეიესი (78), ნზონზი (89) – ბროუერსი (49), სომერი (49), სტინდლი (52)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (6) – 9 (1) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 4:1
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კევინ გამეირო
მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)