Mobrdzandit (Bienvenue) George! – ასე გამოეხმაურა “გრაველინის” ოფიციალური ვებ-გვერდი გიორგი ცინცაძის ტრანსფერს. ის, რომ ქართველი კალათბურთელი კარიერას ფრანულ კლუბში განაგრძობს, გუშინვე გამცნეთ, დღეს კი, აღნიშნული ამბავი გრაველინელებმაც ოფიციალურად დაადასტურეს.
საინტერესოა, რომ “გრაველინის” ვებ-გვერდს 29 წლის ცინცაძე გუნდის ახალ ლიდერად ჰყავს მოხსენიებული. საიტზე ისიცაა ნათქვამი, რომ ქართველმა გამთამაშებელმა გასული სეზონი “შსს-აკადემიაში” გაატარა, ჯერ კიდევ მიმდინარე ევრობასკეტზე კი საშუალოდ 8.0 ქულას და 4.3 პასს აგროვებდა.
ცინცაძე “გრაველინის” მაისურით პირველ ოფიციალურ მატჩს 2 ოქტომბერს ჩაატარებს, როდესაც მისი კლუბი საფრანგეთის ჩემპიონატის საწყის ტურში “რუენს” დაუხვდება.