ჭადრაკი

23:54 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ნონას თასზე” 4 მოჭადრაკე გალიდერდა

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე “ნონას თასის” A ჯგუფში 7 ტური მიილია, ლიდერი კი ოთხია: ჰოვიკ აირაპეტიანი (2467), ტიგრან არუტინიანი (2476), სოფიკო ხუხაშვილი (2330) და თორნიკე სანიკიძე (2523).

ლიდერებს 5.5-5.5 ქულა გააჩნიათ და უახლოეს მდევრებს – არმან მიკაელიანს (სომხეთი, 2445), ლუკა პაიჭაძეს (2574), ნინო ხურციძეს (2425) და მერი არაბიძეს (2403) 0.5 ქულით უსწრებენ.

ბოლოსწინა მე-8 ტურში ცენტრალური აირაპეტიან-სანიკიძის და არუტინიან-ხუხაშვილის პარტიები იქნება.

“ნონას თასის” B ჯგუფში 6.5 ქულით მერაბ ცომაია (1870) ლიდერობს.

0.116173