ჭადრაკი

23:37 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსმა და უკრაინელმა იმარჯვეს

რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი 20-წლამდე მოჭადრაკეთა შორის, რომელზეც საქართველოს ღირსებას ირაკლი ბერაძე (2380) და ნინო ხომერიკი (2296) იცავდნენ.

ბერაძე ჩემპიონატზე მე-40 ნომრად იყო განთესილი და ასპარეზობა 25-ე ადგილზე დაასრულა. ქართველმა მოჭადრაკემ 13 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და პირველ-მეორე პოზიციებზე გასულ რუს მიხაილ ანტიპოვს (2538) და პოლონელ იან-კრშიშტოფ დუდას (2645) 3-3 ქულით ჩამორჩა. დამატებითი მაჩვენებლებით ოქროს მედალი ანტიპოვს ერგო.

გოგონათა შორის მე-15 ადგილი დაიკავა ხომერიკმა, რომელსაც მე-11 განთესვა გააჩნდა. ნინომ 13 ტურში თავი 7.5 ქულას მოუყარა და ათეულში გასულ სომეხ სუსანა გაბოიანს (2107) მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩა.

გოგონებში პირველობა არავის დაუთმო უკრაინელმა ნატალია ბუკსამ (2199), რომელმაც 10.0 ქულა მოაგროვა.

0.122572