ფეხბურთი

20:40 | 15.09.2015 | ნანახია 1773 - ჯერ

უილშირი ოპერაციას ვერ გადაურჩა

ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი ჯეკ უილშირი მარცხენა ფეხის წვივის ძვალზე ოპერაციას გაიკეთებს. ლონდონელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, ქირურგიული ჩარევა მას მერე გადაწყდა, რაც სკანირებამ აჩვენა, რომ აგვისტოში მოტეხილი ფეხი ნელი ტემპით ხორცდება.

უილშირს ოპერაციას უახლოეს დღეებში ლონდონში ჩაუტარებენ. მას წვივის ძვალში მეტალის მცირე ფირფიტას ჩაუსვამენ. ფეხბურთელი სავარაუდოდ სამ თვეს გამოტოვებს.

ტრავმების გამო, გასულ სეზონში უილშირმა ინგლისის პრემიერლიგაში მხოლოდ 14 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:45 | 15.09.2015
arsenal-14 (2185)

ეჰ, ჯეკი, ჯეკი... დიაბის მემკვიდრე აღმოჩნდი...

21:56 | 15.09.2015
BATIGOLI 9. (4375)

სამწუხაროა რომ ამის გამო ხელი ეშლება! ეს და რემზი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს,მიჭირს ხოლმე ამათი გარჩევა

21:22 | 15.09.2015
gerard888 (1536)

მარა მაინც ყოველთვის კლასნია.

21:21 | 15.09.2015
gerard888 (1536)

რო არა ტრამვები ჯეკი ეხა ერთერთი საუკეთესო იქნებოდა თავის პოზიციაზე.

21:27 | 15.09.2015
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მართლა ხელი შეუშალა ამ ტრავმამ

21:27 | 15.09.2015
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:11 | 15.09.2015
federerjamesliverpooldelpotro (17151)

შემეცოდა

0.119438